ავტორი:

დღის ფოტო - "მინისტრის საათი" პარლამენტში, დასწრება უზარმაზარი...

დღის ფოტო - "მინისტრის საათი" პარლამენტში, დასწრება უზარმაზარი...

"მინისტრის საათის" ფორმატში, დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს უსმენენ. ცქიტიშვილი პირველი მინისტრია, რომელიც პარლამენტში მოხსენებით “მინისტრის საათის“ ფორმატში გამოვიდა.

ე.წ. მინისტრის საათი ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება. “მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტი მიმდინარე წლის განმავლობაში 11 მინისტრს მოუსმენს.

მაია ცქიტიშვილის პარლამენტში მისვლა 8 თებერვლის პლენარულ სხდომაზე იყო დაგეგმილი, თუმცა იმის გამო, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის მოსმენას ორი სასესიო დღე დაეთმო, ცქიტიშვილის პარლამენტში გამოსვლა 20 თებერვლისთვის გადაიდო.

ფოტო: ჯონი პატარკაციშვილი

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები