ავტორი:

თანამედროვე განათლების კონცეფცია და სტუდენტები, რომლებიც პირველივე კურსიდან წარმატებულები არიან

თანამედროვე განათლების კონცეფცია და სტუდენტები, რომლებიც პირველივე კურსიდან წარმატებულები არიან

21-ე საუკუნის ტექნოლოგიურ სიახლეებსა და აქტიურ ცხოვრებისეულ რიტმში აქტიურად ჩართვა სკოლის ასაკიდან თინეიჯერების ერთ-ერთი უმთავრესი პრეროგატივაა. მათ ცნობიერების ამაღლებასა და მომავალი პროფესიის წარმატებით შერჩევაში ხელს უწყობს გარემო, რომელშიც ყოველდღიურად საქმიანობა უწევთ.

სასწავლო პროცესში არსებული ტენდენციები სწავლასა და დასაქმებასთან დაკავშირებით, დროთა განმავლობაში შეიცვალა და საბოლოოდ მივიდა იმ მოსაზრებამდე, რომარ არის აუცილებელი სტუდენტი ელოდოს როდის დაასრულებს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამას, მიიღებს შესაბამის კვალიფიკაციას/დიპლომს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს მუშაობას. მსოფლიოს ყველა მოწინავე უნივერსიტეტის სტუდენტები მუშაობენ სწავლის დაწყების პირველივე დღიდან.

ასეთია მსოფლიო ტენდენცია, რომელიც საქართველოშიც ეტაპობრვად ინერგება. საგანმანათლებლო ბაზარზე არსებობს უნივერსიტეტები, რომლებიც ძირითად აქცენტს კვლავ მხოლოდ თეორიულ სწავლებაზე აკეთებენ, თუმცა ჩნდებიან ინოვაციური უნივერსიტეტებიც, რომლებიც კარგად აცნობიერებენ თანამედროვე ტენდენციებს და გააზრებული აქვთ, თუ რა და როგორ უნდა ასწავლონ საკუთარ სტუდენტებს, რომ მათ წარმატებული კარიერის შექმნა შეძლონ.

მაგალითად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში პირველკურსელები სწავლის დაწყებასთან ერთად საკუთარ სტარტაპებს ქმნიან. პირველივე სემესტრის განმავლობაში სტუდენტები ხვდებიან პოტენციურ ინვესტორებს, პარტნიორ ორგანიზაციებს, იძიებენ რესურსს სტარტაპების განვითარებისთვის. სწავლის პარალელურად სტარტაპებზე მუშაობით ისინი პრაქტიკაში ახორციელებენ ყველაფერს, რასაც ლექციებზე სწავლობენ. სწავლის დასრულების შემდეგ კი სტუდენტებს გავლენიანი საკომუნიკაციო წრე და ბიზნეს კავშირები აქვთ, ისინი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მქონე მაღალკვალიფიცური კადრები ხდებიან, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ კონკურენტუნარიანი სამუშაო კადრი იყოს, არამედ მართოს საკუთარი კომპანია.

სტუდენტისთვის ძალიან კომფორტულია გარემოება, როდესაც უნივერსისტეტში მიმდინარე პროექტები სრულიად მორგებულია სტუდენტისინტერესებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტუდენტური აქტივობა უნივერსიტეტის ფარგლებსაც გასცდეს. მაგალითად, სწორედ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილმა სტარტაპებმა მოიძია ისეთი გავლენიანი საერთაშორისო პარტნიორები, როგორებიცაა DELL, IBM, HP და ასე შემდეგ.

თანამედროვე განათლების მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება მიღებული ცოდნის თანხვედრა შრომის ბაზართან და დამსაქმებელთა მოლოდინთან. BTU, როგორც ერთერთი ყველაზე ახალი უნივერსიტეტი საქართველოში, მოწინავეა ინდუსტრიასთან კავშირის თვალსაზრისით. ეს კი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს სტუდენტა სამომავლო პერსპექტივას და კონკურენტუნარიანობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი