ავტორი:

ინოვაციური სიახლე თბილისის მოსახლეობისთვის - კომპანია "სითიქომმა" სადარბაზოს ელექტრონული საფულე შექმნა

ინოვაციური სიახლე თბილისის მოსახლეობისთვის - კომპანია "სითიქომმა" სადარბაზოს ელექტრონული საფულე შექმნა

უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და განვითარებადი სექტორია. სწორედ ამიტომ კომპანია „სითიქომი“ მოსახლეობას სრულიად ინოვაციურ სიახლეს სთავაზობს.

„სითიქომი“ არის სადარბაზოს ელექტრონული საფულე, რომელიც კორპუსების მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს, ლიფტით გადაადგილებით შემოსული თანხა სადარბაზოს პირად ანგარიშზე დააგროვონ.

„ჩვენ მოსახლეობას ვთავაზობთ თანხის დაგროვების თანამედროვე, მარტივ და გამჭვირვალე სისტემას. ჩვენი კომპანია საშუალებას აძლევს ამხანაგობებს მოიპოვონ ფინანსური დამოუკიდებლობა, თვითონ გადაჭრან სადარბაზოს პრობლემები და მართონ საკუთარი საცხოვრებელი ადგილი. მეტი დამოუკიდებელი და ფინანსურად ძლიერი თვითმმართველობის მეშვეობით თბილისი ბევრად უკეთესი ქალაქი გახდება.“ - აცხადებენ "სითიქომის" წარმომადგენლები.

კომპანია მიზნად ისახავს, საცხოვრებელი კორპუსების გარემო პირობების გაუმჯობესებას, მისამართებზე არსებული რესურსების სწორ მობილიზებასა და კომერციული მიზნებისათვის გამოყენებას, რაც მოსახლეობას მისცემს საშუალებას საწევრო გადასახადის ნაცვლად მიიღონ ის შემოსავლები რომელიც არაერთ პრობლემას გადაუჭრის და იზრუნებენ ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხითაც თანამედროვე მეთოდებით ეს პროცესი უფრო ადვილი, მოსახერხებელი და კომფორტულია.

კომპანია სითიქომი პირველია ქართულ ბაზარზე, რომელიც მსგავს ინოვაციურ პროდუქტს ქმნის და ეტაპობრივად აპირებს თბილისისა და რეგიონების მოსახლეობას საკუთარ საცხოვრებელ გარემოში მეტი კომფორტი შეუქმნას.

"სითიქომის" აპარატის დამონტაჟების შემდეგ ლიფტით მგზავრობა, ხურდა ფულის რკინის ყუთში ჩაგდებისა და კარდაკარ თანხის შეგროვების ნაცვლად, სპეციალურ წამკითხველზე ბარათის მიდებით იქნება შესაძლებელი. ბარათის გამოყენებით სადარბაზოს ელექტრონულ საფულეში ამხანაგობის მიერ ლიფტით სარგებლობისთვის წინასასწარ დაწესებული თანხა (მაგ: 5 თეთრი ან ფიქსირებული ულიმიტო გადასახადი რაც მოსახლეობის გადაწყვეტილებით დგინდება) ირიცხება.

ამხანაგობის მიერ დაგროვილი თანხის რაოდენობისა და ხარჯვის მიმართულების კონტროლი "სითიქომის" ვებ-გვერდზე www.citycom.ge სადარბაზოს 4 ნიშნა კოდის ბალანსის ველში შეყვანით ხდება. სითიქომის ვებ-გვერდზე ბარათზე ბალანსის შევსებაც შესაძლებელია, ისევე როგორც, საბანკო გადარიცხვით ან სწრაფი გადახდის აპარატებში ბარათებზე დატანილი 8 ნიშნა კოდის გამოყენებით.

R

თეკლე ჯანელიძე

სად უნდა ისწავლოთ საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომ მაღალანაზღაურებადი სამსახური გქონდეთ

"თიბისი სტატუსი" და "ისთერნ პრომოუშენსი" თბილისის 23-ე ჯაზ-ფესტივალს წარმოგიდგენთ

5 ჯეკპოტი, ანუ დაუჯერებელი ამბავი!