ავტორი:

როგორ დახვდნენ გამარჯვებულ მასწავლებელს სკოლის მოსწავლეები - ემოციური კადრები ჩი­ბა­თიდან

როგორ დახვდნენ გამარჯვებულ მასწავლებელს სკოლის მოსწავლეები - ემოციური კადრები ჩი­ბა­თიდან

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა პედაგოგთა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" ათ ფინალისტში დასახელდა.

გამარჯვებულ მასწავლებელს ჩიბათის სკოლაში მოსწავლეები ბუშტებითა და პოსტერებით დახვდნენ. შეხვედრის ემოციურ ფოტოებს "ფეისბუქ-გვერდი" "მასწავლებლის სახლი" ავრცელებს.

"ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვები არ მყოფნის რომ გამოვხატო და გადმოგცეთ ჩემი ემოციები! 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი რომ გავხდი, მაშინ ვთქვი, რომ აუცილებლად ვეტყოდი მსოფლიოს საქართველოს მასწავლებლების სათქმელს", - ამ სიტყვებით შეაფასა მან მასწავლებელთა ფინალში გადასვლა.

შეგახსენებთ, 2017 წელს აფხაზავამ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" მოიპოვა, რამაც მისცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო კონკურსში The Global Teacher Prize, რომლის ფარგლებში მსოფლიოში ყველაზე გამოჩენილ მასწავლებელს ყოველწლიურად ერთი მილიონი დოლარის ოდენობის ფულად ჯილდოს გადასცემენ. წელს ამ პრიზისთვის აფხაზავას გარდა კიდევ 49 ფინალისტი იბრძოდა.

ვლადიმერ აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. მისმა მოსწავლეებმა ბევრი რამ შეძლეს სოფლისთვის: დაადგმევინეს ნაგვის ურნები, მდინარის ჯებირები გააკეთებინეს, საფეხმავლო ხიდები და სანიაღვრე არხები აღადგენინეს, დამსკდარი მილები გამოაცვლევინეს და ა.შ.

სკოლაში დიდ ყურადღებას აქცევენ მწვანე ნარგავების, განსაკუთრებით კოლხური ბზის მოვლა-პატრონობას და შემდეგ მათ გაშვილებას. მიტოვებულ შენობაში დაწყებული საქმიანობა იმ დონეზე განავითარეს, რომ უკვე 4 000 ევროიანი დაფინანსება აქვთ და მაღალი დონის სათბურსაც აკეთებენ.

წაიკითხეთ მეტი ვლადიმერ აფხაზავას შესახებ

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს