ავტორი:

ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე - ჩვენ რომ "ნაცმოძრაობას" ვებრძოდით და ტყვიების ზუზუნში ვიდექით, ამ სიტყვების ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა

ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე - ჩვენ რომ "ნაცმოძრაობას" ვებრძოდით და ტყვიების ზუზუნში ვიდექით, ამ სიტყვების ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა

"ჩვენ რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვებრძოდით და ტყვიების ზუზუნში ვიდექით, ამ სიტყვების ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა“, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ის კონსტიტუციას იცავს.

"ჩვენ რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვებრძოდით და ტყვიების ზუზუნში ვიდექით, ამ სიტყვებს ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა, გადავრჩებოდით თუ არა. გოგლი-მოგლზე გაზრდილი პატარა ბიჭები თავს უფლებას რომ აძლევენ და ასეთი ტონით ლაპარაკობენ, აი ამის პასუხს მიიღებენ დღეს, ჩემს ბოლო დასკვნაში. ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ადამიანები, რომლებიც გუშინ დანაშაულს ჩადიოდნენ, დღეს გასხივოსნდნენ, მორალურად ზუსტად იქ დგას, სადაც ის ადამიანები იდგნენ, ვისაც ვებრძოდით...

...დღეს ემოციურად დატვირთული ვარ, ისედაც იმ გადაწყვეტილების მიჯნაზე ვარ, რომელიც ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან სასურველია ამ დარბაზში და ეხლა შეიძლება საათებს ითვლის ამ გადაწყვეტილების მიღებამდე...

...ეს იმ „ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალია, რომელსაც ვხედავ იმ უმრავლესობაში, რომელსაც გუნდს ვეძახი სამწუხაროდ. მაგრამ ის, ვინც ბრძოლის შედეგად მოვიდა და აქ არის, პატივსაცემი ხალხი, რომელმაც იცის რა არის ბრძოლა, იცის რა არის კონსტიტუცია, გრძნობს ხალხის ემოციას, იმას არ გაუჭირდება იმის გაგება, რაზე ვსაუბრობ. სამადაშვილი, რატიანი, მელია დაუჭერენ თუ არა მხარს ჩემთვის ეს არ არის მთავარი, უბრალოდ ხმების რაოდენობა გვჭირდება იმიტომ, რომ ინიციატივა გავიდეს. ისინიც კი ხვდებიან, რომ არ არის პოპულარული ამ ინიციატივის მხარდაჭერაზე უარის თქმა და ამას ვერ ხვდება კობახიძე, რომელიც თურმე კონსტიტუციას იცავს. კონსტიტუციას კი არა, ზარდიაშვილს და ჩინჩალაძეს იცავს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."