ავტორი:

ბესელია - ირაკლი კობახიძეს კონსტიტუციის ღირებულებები მაშინ ახსოვდა, დამფრთხალი თვალებით რომ მელაპარაკებოდა "დანიშნეთ კომიტეტის სხდომა პარასკევსო"?!

ბესელია - ირაკლი კობახიძეს კონსტიტუციის ღირებულებები მაშინ ახსოვდა, დამფრთხალი თვალებით რომ მელაპარაკებოდა "დანიშნეთ კომიტეტის სხდომა პარასკევსო"?!

ირაკლი კობახიძეს კონსტიტუციის ღირებულებები მაშინ ახსოვდა, დამფრთხალი თვალებით რომ მელაპარაკებოდა დეკემბრის ბოლო კვირას - „ქალბატონო ეკა, დანიშნეთ რა კომიტეტის სხდომა პარასკევსო?“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მისი განცხადებების გამო გააკრიტიკა.

"მე მინდა, რომ ირაკლი კობახიძე ახლა აქ იჯდეს. მე არ მჩვევია ადამიანის ზურგს უკან საუბარი, მაგრამ პირდაპირ ეთერში გადის და ალბათ, მოისმენს. ირაკლი კობახიძეც კონსტიტუციის ღირებულებებზე რომ მელაპარაკებოდა აქ, კონსტიტუციის ღირებულებები ახსოვდა მაშინ, დამფრთხალი თვალებით რომ მელაპარაკებოდა დეკემბრის ბოლო კვირას - "ქალბატონო ეკა, დანიშნეთ რა კომიტეტის სხდომა პარასკევსო“. სად იყო მაშინ კონსტიტუციის ღირებულებების დაცვა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ გაბედა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია იმ ბიჭებს? თავი დაანებეთ მიზეზების ძებნას და ხელების გაშვერას. "ნაციონალურ მოძრაობასთან" გინდათ პარალელების გავლება? მათ ლევან გოგიჩაიშვილი ციხეში ჩააგდეს, ჩვენი თანაგუნდელების სკოლის მოსწავლე შვილი დაიჭირეს, ჩემი ძმა მძევლად ჰყავდათ. მე მათ არასოდეს ვაპატიებ იმას, რასაც სჩადიოდნენ და არც მიპატიებია, სხვებისგან განსხვავებით არ ვკურკურებ და კულისებში არ ვეთამაშები მათ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

VIDEO: ეკა ბესელიას ძალიან ემოციური და მწვავე გამოსვლა კობახიძის მისამართით - დეპუტატს მღელვარებისგან ხმა უკანკალებდა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები