ავტორი:

რომელია ჩვენი ზოდიაქოს მმართველი პლანეტა და რა თვისებებით გვაჯილდოებს იგი

რომელია ჩვენი ზოდიაქოს მმართველი პლანეტა და რა თვისებებით გვაჯილდოებს იგი

ჩვენი საიტის მკითხველების დიდი ნაწილი, ხშირად გვისვამს შეკითხვას, თუ რომელია კონკრეტულად მისი ზოდიაქოს ნიშნის მმართველი პლანეტა. საქმე იმაშია, რომ ზემოხსენებული პლანეტები საკუთარ "ხასიათს" და გავლენის სფეროებს ფლობენ, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანის ხასიათზე და ფსიქოლოგიურ მახასიათებლებზე. მინდა ამ სტატიაში მოკლედ გაგაცნოთ თქვენ-თქვენი პლანეტები, მათი ღირსება და ნაკლი და იმ თვისებებზეც ვისაუბროთ, რაც მათი გავლენით ნეგატიურ გამოვლინებებსაც იძლვა.

ვერძს მარსი მართავს – აგრესიის, ომისა და კონფლიქტების პლანეტა. ამიტომ ვერძები ფიცხები და ფეთქებადები არიან. თუმცა, მარსი ასევე მოქმედებას, დინამიკასა და სასიცოცხლო ენერგიასაც განასახიერებს. შესაბამისად, ვერძები ოპტიმიზმით სავსე, მოუსვენარი და ძალზე სიცოცხლისუნარიანი ხალხია.

კუროს ვენერა მართავს – ვენერა, გარდა სიყვარულისა და მშვენიერებისა კვების, სიამოვნებისა და ხორციელი სიამოვნების სფეროებსაც "კურირებს". ამიტომ კუროს შემთხვევაში იგი გურმანული თვისებებით, კომფორტისადმი სიყვარულით და რომანტიკოსის ხასიათით ვლინდება.

ტყუპის მმართველი პლანეტა მერკურია. ღმერთების "ფრთოსანი მალემსრბოლი" – გახსოვთ ალბათ, მერკური "ფეხფრთიანი" ღმერთია. შესაბამისად, ტყუპიც ქარივით სწრაფი, პლასტიური და მოსუვენარი არსებები არიან. მათ უყვართ ლაპარაკი, ინფორმაციის მიღება-გადაცემა-გაზიარება და მუდმივად ეჩქარებათ სადღაც.

კირჩხიბს მთვარე მართავს – ქალური ენერგეტიკის, ემოციების და ცვალებადობის მქონე პლანეტა. შესაბამისად, კირჩხიბები ბუნებით სენსიტიური, უზომოდ ინტუიციური და ხასიათცვალებადი ტიპაჟები არიან. მათ უჭირთ რეალობასთან შეგუება და ახასიათებთ განწყობის ხშირი ცვლა.

ლომის მმართველი მზეა. ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ყოველთვის მზესავით ბრწყინვა სწადიათ. მზის ენერგია ყველას ათბობს, ამიტომაცაა, რომ ლომებს უზომოდ დიდი გული აქვთ და ყოველთვის გააჩნიათ სურვილი ირგვლივმყოფები სიყვარულითა და სითბოთი მოამარაგონ...წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს