ავტორი:

ეკა ბესელიას კომენტარი მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მისი კანონპროექტი ჩააგდო

ეკა ბესელიას კომენტარი მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მისი კანონპროექტი ჩააგდო

ირაკლი კობახიძით დაწყებული, ყველა იმ ადამიანით დამთავრებული, ვინც არ მისცა ხმა ამ ინიციატივას, მათ ასევე არ მისცეს ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივ რეჟიმად გამოცხადებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეს გამოჩნდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეხმატკბილებული სწორედ კობახიძეები, ზარდიაშვილები და ოხანაშვილები არიან.

"ეს არის ლუსტრირება, რაც ხდება დღეს ჩვენს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინიციატივა იყო არამხოლოდ 9 დეპუტატის ხმა, ეს იყო ინიციატივა, რომელსაც ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი უმრავლესობა უჭერდა მხარს. ირაკლი კობახიძით დაწყებული, ყველა იმ ადამიანით დამთავრებული, ვინც არ მისცა ხმა ამ ინიციატივას, მათ ასევე არ მისცეს ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივ რეჟიმად გამოცხადებას. აი, ვინ არის კიდევ ერთხელ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხმატკბილებული და ვინ არის თავისი ქმედებით იმ ძალადობრივ სისტემასთან გარიგებული. დღეს სიმბოლურია, რომ ეს ორი კენჭისყრა დაემთხვა ერთმანეთს. ჩემთვის დღევანდელი დებატები და სურათი აჯამებს იმ საკმაოდ მძიმე რეალობას, რაც ხდება ამ დღეების განმავლობაში. სამწუხაროდ, ვერც ირაკლი კობახიძემ, ვერც ზარდიაშვილებმა, ოხანაშვილებმა - ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაბედა ძალადობრივ რეჟიმად გამოეცხადებინათ სააკაშვილის რეჟიმი. ეს ადამიანები არიან, ვინც "ქართული ოცნების" სახელით ლაპარაკობენ. დღეს ჩანს, რომ ე.წ. ძველი გვარდია არის ისევ იმ ღირებულებების სადარაჯოზე. ჩემთვის უკვე ყველაფერი ცხადია“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

VIDEO: რა ხდებოდა პარლამენტში, როცა ეკა ბესელიასა და მისი მომხრეების კანონპროექტი ჩავარდა

პარლამენტმა 9 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე პლენარული სხდომის ფორმატში მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. კანონპროექტს კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს. მას მხარი დაუჭირა 45 დეპუტატმა, 17 წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტი სულ 76 დეპუტატის მხარდაჭერას საჭიროებდა.

შეგახსენებთ, რომ ინიციატივის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძეაწერენ ხელს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები