ავტორი:

საფრანგეთში სიტყვებს - დედა და მამა, "მშობელი 1" და "მშობელი 2" შეცვლის

საფრანგეთში სიტყვებს - დედა და მამა, "მშობელი 1" და "მშობელი 2" შეცვლის

საფრანგეთის პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც განათლების სისტემაში, ოფიციალურ დოკუმენტებში სიტყვებს „დედა“ და „მამა“ აღარ გამოიყენებენ, ამის შესახებ Independent წერს.

კანონპროექტის მიზანი, რომლის ინიციატორი ემანუელ მაკრონი და მისი პარტიაა, ერთი და იმავე სქესის მშობლების დისკრიმინაციის აღმოფხვრაა.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ „დისკრიმინაციის პრევენციისთვის, კლასში დარეგისტრირებისას და ყველა სხვა ოფიციალური პროცედურის გატარებისას საბუთებში უნდა დაფიქსირდეს „მშობელი 1“ და „მშობელი 2“.

კანონპროექტთან დაკავშირებით ფრანგ პოლიტიკოსებსა და სოციალური ქსელების მომხმარებლებს არაერთგვაროვანი რეაქცია აქვთ.

ჰომოსექსუალი მშობლების ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ურვიცი AFP-სთან ამბობს, რომ თავდაპირველად კანონპროექტი ძალიან მოეწონათ, თუმცა მოგვიანებით გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ მშობლების „დანომრვა“ მათ შორის „შეჯიბრს“ გამოიწვევდა - „ვინ არის ნომერი პირველი და ვინ - ნომერი მეორე?!“ - აღნიშნავს ურვიცი.

კანონპროექტს აკრიტიკებენ „ტვიტერზეც“. ერთ-ერთი მომხმარებელი ირონიულად წერს, რომ საბუთებში მითითებული უნდა იყოს ბავშვის ბებიაც და ძიძაც - ყველა ის ადამიანი, ვინც ბავშვის აღზრდაში მონაწილეობს. თუმცა, ცვლილებებს ინტერნეტში დადებითი გამოხმაურებაც მოჰყვა.

„ცუდს ვერაფერს ვხედავ. ბავშვების ნაწილს გეი მშობლები ჰყავს, ნაწილს - საერთოდ არ ჰყავს მშობელი და ნათესავები ზრდიან. ხან ნამდვილად შეუძლებელია საბუთებში მიუთითო დედა და მამა“, - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინება საფრანგეთში 2013 წელს დაკანონდა.

Facebook-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

უკრაინას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

უკრაინის რადამ პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი გადააყენა