ავტორი:

"თავის სარჩენად თურქეთში წავედი და ხალიჩებს ვრეცხავდი..." - რატომ გაათავისუფლა 2012 წელს ლადო აფხა­ზა­ვა ლანჩხუთის გამგებელმა სამსახურიდან

"თავის სარჩენად თურქეთში წავედი და ხალიჩებს ვრეცხავდი..." - რატომ გაათავისუფლა 2012 წელს ლადო აფხა­ზა­ვა ლანჩხუთის გამგებელმა სამსახურიდან

სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" ათ ფინალისტს შორის დასახელდა, ბოლო დღეებში საზოგადოების დიდი ინტერესის ქვეშაა. მის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა, თუმცა, ძალიან ცოტამ იცის, რომ აფხაზავა 2013 წელს, მას შემდეგ რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა და ლანჩხუთში ახალი გამგებელი დაინიშნა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ამის შესახებ "გურია ნიუსი" წერს. როგორც გამოცემასთან საუბრისას ლადო აფხაზავა ამბობს, სამსახურიდან გათავისუფლებამ მას ბრძოლის უნარი შემატა:

"როგორც კი ზაზა ურუშაძე მოვიდა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი "ქართული ოცნებიდან“) მალევე გამიშვა სამსახურიდან. ხელშეკრულებით ვიყავი აყვანილი და შემიჩერეს დაახლოებით ერთ თვეში. იგი ლანჩხუთელი არ იყო და ჩემზე ამბები მიუტანეს, ზოგი - მართალი, ზოგიც - ტყუილი. იმ პერიოდში დიდი პროექტი მქონდა მოგებული და ახალგაზრდებთან ვმუშაობდი.

ხშირად ვხვდებოდი მათ სხვადასხვა პარტიის შეკრებებზე. მათ შორის „ქართული ოცნების“, ნაციონალური მოძრაობის“. ვაკეთებდი გამოკითხვებს, ვწერდით ვიდეოებს და ვატარებდით კვლევებს. დღესაც მაქვს ეს მასალები შენახული და ბავშვებთან მუშაობის დროს ვიყენებ. მაშინ ურუშაძეს უთხრეს, რომ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს ვიყავი და ალბათ ეს იყო ჩემი გაშვების ერთ-ერთი მიზეზი.

თუმცა, ასე ნამდვილად არ ყოფილა. პოლიტიკაში აქტიურად ჩართული არასდროს ვყოფილვარ. მე ყოველთვის ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდი - ახალგაზრდებთან ვმუშაობდი. ერთი ფაქტი მახსენდება - 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში ვთანამშრომლობდი ახალგაზრდულ პარლამენტთან. თითქმის ყველა სკოლიდან იყვნენ მოსწავლეები ჩართული პროექტში.

მახსოვს, პარკში შევიკრიბეთ. მაშინ, „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ მათთან პოლიტიკური განხრით ვმუშაობდი. ამ დროს კი ჩვეულებრივი, ახალგაზრდების შეკრება იყო" - იხსენებს აფხაზავა, რომელსაც გამგეობიდან გათავისუფლების შემდეგ, თურქეთში მოუხდა სამუშაოდ წასვლა:

"თავი რომ მერჩინა, თურქეთში წავედი სამუშაოდ და იქ ხალიჩებს ვრეცხავდი. დარჩენასაც ვაპირებდი, მაგრამ მოსწავლეების სიყვარულმა მძლია და ჩამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში 50 ლარი იყო ჩემი ხელფასი" - უთხრა "გურია ნიუსს" აფხაზავამ, რომლის თვიური ანაზღაურება დღეს 300 ლარამდეა.

შეგახსენებთ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა 2017 წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" მფლობელი გახდა, რამაც მისცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო კონკურსში The Global Teacher Prize, რომლის ფარგლებში მსოფლიოში ყველაზე გამოჩენილ მასწავლებელს ყოველწლიურად ერთი მილიონი დოლარის ოდენობის ფულად ჯილდოს გადასცემენ. წელს ამ პრიზისთვის აფხაზავას გარდა კიდევ 49 ფინალისტი იბრძოდა.

წაიკითხეთ ვრცლად "გურია ნიუსზე"

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის„ქართული სახვითი ხელოვნება აბრეშუმზე“ პრეზენტაცია გამართა

როგორ მოვამზადოთ ოთახი ახალშობილისთვის

"სხვისი გალანძღვით ცდილობენ, საკუთარი ლაქები ჩამოირეცხონ" - რას ფიქრობენ საზოგადოების წარმომადგენლები ქვეყანაში გამეფებულ ნეგატიურ ფონზე?