ლარი კინგმა განქორწინება გადაიფიქრა

ლარი კინგმა განქორწინება გადაიფიქრა

ამერიკული ტელევიზიის ვეტერანი ლარი კინგი და მისი მეუღლე შონ საუტსვიკ-კინგი შერიგდნენ და განქორწინებას აღარ აპირებენ.

წყვილმა სასამართლოდან ქორწინების გაუქმების თაობაზე სამი თვის წინ შეტანილი განაცხადი უკან გამოითხოვა და საქმე დაიხურა.

ამ ამბის შესახებ 76 წლის ლარიმ უმალ ყველას ახარა. "მე და ჩემ მეუღლეს ბევრი რამ გადაგვხდა, მაგრამ ერთად ისევ ბედნიერები ვართ", - განაცხადა მან.

არადა, განქორწინებას წყვილი აპრილში დაჟინებით მოითხოვდა. ლარი და შონი, რომლებიც ერთად 13 წელია ცხოვრობენ, მაშინ მიზეზად "უთანხმოებებს" ასახელებდნენ. მათ ორი, 10 და 11 წლის ვაჟი ჰყავთ.

აღსანიშნავია, რომ ცნობილ ტელეწამყვანს წინა ქორწინებებიდან კიდევ სამი შვილი ჰყავს. შონი კი მისთვის მეშვიდე მეუღლეა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები