ავტორი:

რუსეთის ყველაზე ცნობილი მოაზროვნე სკანდალში გაეხვა - ალექსანდრ დრუზი ქვეყანას ტოვებს

რუსეთის ყველაზე ცნობილი მოაზროვნე სკანდალში გაეხვა - ალექსანდრ დრუზი ქვეყანას ტოვებს

ცნობილი რუსი მოაზროვნე და გადაცემის „რა? სად? როდის?“ მაგისტრი ალექსანდრ დრუზი სკანდალში გაეხვა. როგორც რუსული მედია წერს, დრუზმა სცადა, შოუს „ვის უნდა გახდეს მილიონერი“ რედაქტორი, ილია ბერი მოესყიდა და წინასწარ მიეღო კითხვებზე სწორი პასუხები. სანაცვლოდ მას დაახლოებით 800 ათასი რუბლი შესთავაზა.

„ვის უნდა გახდეს მილიონერი“, სადაც დრუზთან ერთად კიდევ ერთი მოაზროვნე, ვიქტორ სიდნევი თამაშობდა, რუსეთის პირველი არხის ეთერში 2018 წლის 23 ნოემბერს გავიდა.

ილია ბერმა დრუზის შეთავაზებაზე საუბარი მხოლოდ ახლა დაიწყო. კითხვაზე, რატომ არ გაამხილა მოსყიდვის მცდელობა უფრო ადრე, ბერი პასუხობს, რომ ჯერ გადაცემის ეთერში გასვლას ელოდა, შემდეგ - ახალი წლის დღეები მოახლოვდა, ბოლო პერიოდში კი რჩევისთვის არაერთ ადამიანს მიმართა.

საბოლოოდ, როგორც რედაქტორი აღნიშნავს, სცადა პრობლემა საჯარო სკანდალის გარეშე, გადაცემის ხელმძღვანელობასთან ერთად გადაეჭრა. თუმცა, იმის გამო, რომ ამ მიდგომამ პრობლემა ვერ გადაჭრა, ბერმა გადაწყვიტა, ყველაფერზე საჯაროდ ესაუბრა.

ილია ბერი

ალექსანდრ დრუზთან საუბარი შოუს რედაქტორმა დიქტოფონზე ჩაიწერა. მისი მტკიცებით, ცნობილმა მოაზროვნემ გადაცემის ჩაწერამდე სამი დღით ადრე მიანიშნა ბერს, რომ გამარჯვების სანაცვლოდ თანხას გადაიხდიდა. როგორც რედაქტორი ამბობს, ქრთამი მისთვის ღია ტექსტით არ შეუთავაზებია, თუმცა რას გულისხმობდა დრუზი, მისთვის ნათელი იყო.

შემდეგი სატელეფონო საუბარი კი ბერმა დიქტოფონით ჩაიწერა. აუდიოჩანაწერში, რომელიც ინტერნეტითაც გავრცელდა, დრუზი რედაქტორს მაქსიმალური მოგების მესამედს სთავაზობს. საბოლოოდ, მათ მოილაპარაკეს, რომ სამი მილიონის მოგების შემთხვევაში, ბერი 800 ათას რუბლს მიიღებდა.

როგორც რედაქტორი ამბობს, დრუზს რეალური კითხვებისა და პასუხების მხოლოდ ნაწილი გადასცა, ბოლო ხუთი კითხვა კი შეცვალა, რის შესახებაც შოუს სტუმარმა არაფერი იცოდა. საბოლოოდ, დრუზი და სიდნევი თამაშის ბოლო, მეთხუთმეტე კითხვამდე მივიდნენ, თუმცა მასზე პასუხი ვერ გასცეს. მოაზროვნეებმა მხოლოდ 200 ათასი რუბლი მოიგეს.

ალექსანდრ დრუზი

სკანდალის პარალელურად ალექსანდრ დრუზმა არ უარყო, რომ აუდიოჩანაწერებში მისი ხმა ისმის, თუმცა აღნიშნა, რომ მოლაპარაკების ავტორი თანხასთან დაკავშირებით ილია ბერი იყო. მაგისტრის თქმით, მას თავად რედაქტორმა დაურეკა და თანხის სანაცვლოდ სწორი პასუხები შესთავაზა.

მოლაპარაკების შესახებ დრუზმა უამბო ვიქტორ სიდნევსაც, რომელთან ერთად ის გადაცემაში „ვის უნდა გახდეს მილიონერი“ მონაწილეობას გეგმავდა. დრუზმა და სიდნევმა გადაწყვიტეს მოეცადათ, შემდეგ კი გადაცემაში ეპასუხათ ყველა კითხვისთვის, ბოლოს გარდა, რის შემდეგაც თანხას წააგებდნენ და ყველაფრის შესახებ გადაცემის ხელმძღვანელობას შეატყობინებდნენ.

მაგისტრის თქმით, ბოლო ხუთი კითხვა წინასწარ მიცემულ კითხვებს არ დაემთხვა, თუმცა მოთამაშეებმა მათზე პასუხის გაცემა მაინც მოახერხეს. ბოლო, მეთხუთმეტე კითხვას კი, როგორც წინასწარ მოილაპარაკეს, პასუხი არ გასცეს. ამასთან, დრუზმა აღნიშნა, რომ კითხვაზე პასუხი იცოდა.

რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მაგისტრი აშშ-ში მიემგზავრება. მისმა ქალიშვილმა ინამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დრუზი ამერიკაში საკუთარ საბავშვო წიგნს „ენია, ტომასი და სხვები“ წარადგენს.

მოაზროვნის აშშ-ში გამგზავრების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში ხმაური მოჰყვა.

პრეზენტაციის ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება დიდი ხნის წინ დაიგეგმა და მომხდარი ინციდენტი არ გახდება გეგმის შეცვლის მიზეზი.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ