ავტორი:

ეკა ბესელია დამოუკიდებელ პოლიტიკურ პლატფორმას შექმნის - ვისთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას დეპუტატი

ეკა ბესელია დამოუკიდებელ პოლიტიკურ პლატფორმას შექმნის - ვისთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას დეპუტატი

დაველოდები ჩემი კოლეგების გადაწყვეტილებებს, ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ეკა ბესელიამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის და მისი თანამოაზრეები გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ ბერკეტს მიზნის მისაღწევად.

ნახეთ ვიდეო: ბესელიას "მომაკვდინებელი" მზერა ჩუგოშვილს მას შემდეგ, რაც მის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა - ვიდეოშარჟი "კარგი, ცუდი და ბოროტის" მიხედვით

„ამ გადაწყვეტილების შემდეგ მე ვრჩები პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, დაველოდები როგორი იქნება შემდეგი გადაწყვეტილება ჩემი კოლეგების, რომელთაც აქვთ პროტესტი იმ ყველაფრის მიმართ, რაც ახლა ხდება საკანონმდებლო ორგანოში და მმართველი პარტიის შიგნით. დაველოდები მათ გადაწყვეტილებებს, რომელთაც ისინი მიიღებენ უახლოეს დღეებში. ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა იმ ბრძოლისთვის და იმ იდეალებისთვის, რისთვისაც ვიბრძვით და ეს იქნება ალბათ, უახლოეს მომავალში.

ამის შემდეგ ჩვენ გავალთ ხალხთან და დავიწყებთ ახალ პროცესს. ამაზე უფრო დეტალურად დღეს არ ვისაუბრებ. გავაკეთებთ ყველაფერს და გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რაც საჭირო იქნება ამ მიზნის მისაღწევად. არ გამოვრიცხავ არც ერთ პოლიტიკურ ინსტრუმენტს, რაც სამართლებრივად გამართულია, რათა ამ ბრძოლას ჰქონდეს ორგანიზებული, ერთიანი, ერთობის მატარებელი ფორმები,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორც ის განმარტავს, მმართველი გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მისთვის რთულია, თუმცა, თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება სწორია.

„ჩემი ეს გადაწყვეტილება შეიძლება არის რთული ჩემთვის, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს არის სამართლიანიც, მართებულიც და სწორიც. მე ვაპირებ ბრძოლა გავაგრძელო ზუსტად და სწორედ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც არასდროს დაღლილა ამ ბრძოლაში, ვისაც არასდროს უღალატია ამ იდეალებისთვის, ვისაც არასდროს არ აურჩევია კომფორტი, თანამდებობა და არასდროს უთქვამს უარი საკუთარ პრინციპებზე. მე მათთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ, ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე იმ იდეალებს, რისთვისაც პირველი ოქტომბერი ამ ქვეყანაში მოვიდა“, - განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, "ქართული ოცნება" 2012 წლის პირველი ოქტომბრის იდეალებს აცდა და დღეს მათ ღირებულებათა სხვაობა აქვთ.

„ქართული ოცნება“ 2012 წლის პირველი ოქტომბრის იდეალებს აცდა. ჩვენ დღეს ღირებულებათა სხვაობა გვაქვს. ჩვენი ყველა მცდელობა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც კი მქონდა შიგნით, შეცვლილიყო ეს ვითარება, გავთავისუფლებულიყავით „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებისგან, რომელმაც შემოაღწია შიგნით, თან საკმაოდ დიდი დოზით, ვერ გამოიღო შედეგი. თავის დროზე, როცა პოლიტიკაში წავედი, ამის მთავარი მიზეზი იყო სამართლიანობა და სასამართლო სისტემის გამოსწორება. როგორც ჩანს, ეს ბრძოლა არ დასრულებულა და დღესაც გრძელდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, პირველ რიგში ხელისუფლებამ ხალხს უნდა ჰკითხოს, უჭერენ თუ არა მხარს იმ მოსამართლეთა უვადოდ გამწესებას, რომლებიც იყვნენ სისასტიკის და არაადამიანური მოპყრობის მთავარი შემოქმედები.

„უნდა დავიწყოთ კონსტიტუციური ცვლილება და ეს უნდა შეეხოს იმ ადამიანებს, ვინც უკვე დანიშნულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთნაირად გვექნება პასუხი იმათ მიმართ, ვინც უკვე გაამწესა ნდობადაკარგულმა იუსტიციის საბჭომ და იმათ მიმართაც, ვინც უნდა გაამწესოს. იუსტიციის უმაღლესო საბჭო უნდა შეიცვალოს და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული უსწრაფესად. იუსტიციის სკოლის რეფორმით უნდა მოხდეს ახალი მოსამართლეების შემოსვლა სასამართლო ხელისუფლების შიგნით და ის ადამიანები, ვინც ემსახურებოდა ამ ძალადობრივ რეჟიმს და სისასტიკეს, მათ უნდა დატოვონ სასამართლო ხელისუფლება. უნდა გამკაცრდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები. მათი გადაწყვეტა, ანუ დისციპლინური პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს ამ საბჭოს ხელში. საბჭო უნდა დაკომპლექტდეს ახალი წესით. ხოლო უზენაეს სასამართლოში უნდა გავამწესოთ ის მოსამართლეები, რომლებიც არ იყვნენ დაკავშირებული ძალადობრივ რეჟიმთან. დღეს ისევ ხდება ამ ინტერესების ლობირება და ეს ხდება პარლამენტში ღიად, პარლამენტის თავმჯდომარის და იმ დეპუტატების სახით, ვინც მე არასდროს მინახავს იმ ბრძოლაში, როდესაც ჩემი მეგობრები და თანამოაზრეები წლების განმავლობაში ველოდებოდით ძალადობრივი რეჟიმის შეცვლას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები