ავტორი:

ანატოლი ბიბილოვი: "მზად ვართ, საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის"

ანატოლი ბიბილოვი: "მზად ვართ, საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის"

ყოველთვის ვამბობდით, რომ მზად ვართ, საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ყველაფერი თბილისის პოზიციაზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსულ გამოცემა „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მზად ვართ, საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის ან თუნდაც შუამავლების მეშვეობით მოხდეს ეს დიალოგი. რა თქმა უნდა, გვსურს, რომ შუამავალი რუსეთი იყოს. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს მთავარი მოთხოვნა, რომელიც ქართულმა მხარემ უნდა შეასრულოს. საუბარია ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმზე. სამხრეთ ოსეთის ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ქართულ მხარეს ვალდებულება ექნება აღებული ამ მემორანდუმით და არ გამოიყენებს სამხედრო ძალას. ვიდრე ეს არ მოხდება, სალაპარაკო არაფერი გვაქვს“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია უცვლელია და რომ „სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში სიტუაცია არ შეიცვლება, ვიდრე საქართველო არ შეცვლის თავის დამოკიდებულებას რუსეთთან მიმართებაში“.

"ჩვენს სახლს კასეტური ბომბი დაეცა, დედაჩემი შეიწირა... გულისფანცქალით ველოდი ამ დღეს" - რას ამბობს 2008 წლის ომში დაზარალებული სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

"...ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში" - გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე

რას პასუხობს გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას, რომელიც ოქონის ხატის გადაცემას ითხოვს