ავტორი:

რა სახიფათო ნივთიერებებითაა გაჯერებული ჰაერი თქვენს სახლში და ოფისში, სადაც მუშაობთ - როგორ გავწმინდოთ ჰაერი დახურულ სივრცეში

რა სახიფათო ნივთიერებებითაა გაჯერებული ჰაერი თქვენს სახლში და ოფისში, სადაც მუშაობთ - როგორ გავწმინდოთ ჰაერი დახურულ სივრცეში

მტვრის, გამონაბოლქვისა თუ გარემოს სხვა უარყოფითი ფაქტორებისგან თავდაცვის მიზნით, პირბადეებს, ჩვეულებრივ, ქუჩაში ვიკეთებთ ხოლმე, შენობებში კი ჰაერი ნაკლებად დაბინძურებული გვგონია. როგორც აღმოჩნდა, ეს ასე სულაც არ არის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაბინძურებული ჰაერი შენობაში ერთ-ერთი მიზეზია, რომლის გამოც წელიწადში 3,8 მილიონი ადამიანი იღუპება. ამ დაბინძურების სხვადასხვა მიზეზი არსებობს. აი, რამდენიმე მათგანი:

1) აქროლადი ორგანული ნაერთები და ანაორთქლი, რომელიც წარმოიქმნება ნავთის წვის შედეგად

აქროლადი ორგანული ნაერთები ქიმიური ნაერთების ჯგუფია. მათ გამოყოფს წებო, საღებავი, ხის ნივთები, ფანერა და ლამინირებული მერქან-ბურბუშელოვანი ფილებისგან (დსპ) დამზადებული ნაკეთობები, ჰაერის გამწმენდი აეროზოლები, კოსმეტიკა და ჰიგიენის საშუალებები, საწვავი ნავთობი, ბენზინი და ასე შემდეგ.

აქროლადი ორგანული ნაერთების აორთქლება შესაძლოა საჭმლის მომზადების, ქიმიური წმენდის, სიგარეტის მოწევის, ჰაერის ნეოელექტრონული გამათბობლების გამოყენების, მაკოპირებელი აპარატებისა და სხვათა ხმარების დროსაც მოხდეს.

კვლევებმა აჩვენა, რომ შენობებში აქროლადი ორგანული ნაერთების დონე 2-5-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ქუჩაში.

ნავთი გამოიყენება საავიაციო საწვავად, განათებისა და გამათბობელ მოწყობილობებში. მისი ანაორთქლი იწვევს ბრონქიტს, ემფიზემას და გულის დაავადებებს.

2) გაზქურები და გაზის ხელსაწყოები

გაზის წვის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერება სათანადო ვენტილაციის არარსებობის გამო მთელ შენობაში ვრცელდება. შენობაში არსებულმა ნახშირბადის მონოქსიდის მაღალმა დონემ კი ფატალურ შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

მცირე რაოდენობით მხუთავი აირი ქრონიკულ დაღლას, ბავშვებში ასთმური შეტევების გაზრდას და გულის დაავადებებს იწვევს.

3) ჭარბი ტენიანობა

იქ, სადაც ტენი გროვდება, წარმოიქმნება ობი და მტვრის ტკიპები, რასთან კონტაქტმაც ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს ასთმა ან ალერგია. ჭარბი ტენიანობა ვნებს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ნივთებსაც, განსაკუთრებით ხისას.

როგორ გავასუფთაოთ ჰაერი შენობაში, სახლში?

აი, რამდენიმე რჩევა:

1) რეგულარულად დაასუფთავეთ სახლი

რაც შეიძლება ხშირად გადაწმინდეთ ზედაპირებიდან მტვერი არა მხოლოდ ტახტის ქვეშ, არამედ სხვა, ძნელად მისადგომი ადგილებიდანაც. საჭიროა ხშირად გაირეცხოს ბალიშები და ლეიბები.

მტვერსასრუტი აკვა-ფილტრით, რომელიც არა მხოლოდ იღებს მტვერს, არამედ ასუფთავებს ჰაერსაც

2) გამოიყენეთ მცენარეები, რომლებიც ჰაერს "წმენდენ" ფორმალდეჰიდებისგან და აქროლადი ორგანული ნაერთებისგან

NASA-სკვლევების თანახმად, ასეთი მცენარე სულ ჩვიდმეტია: რობელენის ფინიკის პალმა, ქლოროფიტოზი, ოქროსფერი ეპიპრემნუმი, ლირიოპე და სხვანი. მორთეთ ამ მცენარეებით თქვენი საძინებელი და სახლის სხვა ოთახები.

3) არ მოწიოთ სიგარეტი შენობაში

ბოლო მონაცემების თანახმად, 1964 წლიდან დაახლოებით 2 500 000 არამწეველი ადამიანი გარდაიცვალა იმ პრობლემების გამო, რომლებიც გამოწვეული იყო პასიური მოწევისგან.

დაე, თქვენი სახლი გახდეს არამწეველების ზონა. არავის დართოთ შენობაში მოწევის ნება. დაიცავით თქვენი ნათესავები და ახლობლები.

4) აირჩიეთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები

ყურადღებით მიუდექით კვების პროდუქტების არჩევას. ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას. ეცადეთ აირჩიოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები. ეს ეხება გამწმენდ საშუალებებსაც. ისინი არ უნდა შეიცავდნენ მავნე ქიმიურ ნივთიერებებს.

5) სახლი შეამოწმეთ ობის არსებობაზე

მოიწვიეთ სპეციალისტი, რომელიც შეძლებს საფუძვლიანად შეამოწმოს, არის თუ არა თქვენს სახლში სოკო და ობი. თავადაც ყურადღებით შეათვალიერეთ ჭერი, მილები, ონკანები და სხვა მოწყობილობები, რომლებიც ყველაზე ხშირად ექვემდებარება ტენიანობას.

არ დაგავიწყდეთ აბაზანის ხშირი განიავება, რისთვისაც ღია უნდა დატოვოთ კარი ან ფანჯარა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ