ავტორი:

ხვალიდან სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყება

ხვალიდან სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყება

საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 8 მარტიდან საგაზაფხულო არდადეგები იწყება. როგორც AMBEBI.GE-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაარკვია, მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში 8-დან 15 მარტის ჩათვლით დაისვენებენ.

თუმცა, საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ მოსწავლეებს დასვენება აპრილის თვეშიც, 4 დღის განმავლობაში შეეძლებათ. ტრადიციულად უქმე იქნება წითელი პარასკევი და აღდგომის მომდევნო ორშაბათი, შესაბამისად მოსწავლეები 26-29 აპრილის ჩათვლით, საგაკვეთილო პროცესისგან გათავისუფლდებიან.

რაც შეეხება ზაფხულის არდადეგებს, განათლების სამინისტროში AMBEBI.GE-ს განუცხადეს რომ, ამ ეტაპზე მოქმედ ბრძანებაში ცვლილებები შეტანილი არ არის. შესაბამისად, ზაფხულის არდადეგები 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე განისაზღვრა. იმ შემთხვევაში თუ 15 ივნისი დასვენების დღეს ემთხვევა, სასწავლო წელი 15 ივნისის წინა პარასკევს დასრულდება.

წელსაც განსხვავებულად დაიწყება ზაფხულის არდადეგები პირველი და მეთორმეტე კლასელებისთვის. პირველი კლასის მოსწავლეები სწავლას 27 მაისს დაასრულებენ, ხოლო დამამთავრებელი კლასისთვის ბოლო ზარი 20 მაისს დაირეკება. თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდება 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.

რაც შეეხება ბაგა-ბაღებს, როგორც AMBEBI.GE-ს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში განუცხადეს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგები არ იქნება. პატარები მხოლოდ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ უქმე დღეებში დაისვენებენ ანუ 26-დან 29 აპრილის ჩათვლით.

იხილეთ ვიდეო: როდის დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლის მოსწავლეებისთვის და რომელ დღეებში დაისვენებენ ბაღის აღსაზრდელები?

"საგაზაფხულო არდადეგები ბაღებში არ გვაქვს. დავისვენებთ მხოლოდ იმ უქმე დღეებში, რომელიც აღდგომასთან დაკავშირებით არსებობს. რაც შეეხება ზაფხულის დასვენებას - პატარებისთვის ბაღი ივნისის ბოლომდე გაგრძელდება (ზუსტი თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის) ივლისის თვის განმავლობაში კი 40 საზაფხულო ბაღი იფუნქციონირებს" - განუცხადეს AMBEBI.GE-ს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში.

საგაზაფხულო არდადეგები სკოლის მოსწავლეებისთვის 2017 წელს მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დააწესა.

"ჩვენ რაღაც მომენტში დაგვავიწყდა, რომ ბავშვები ჯანმრთელები თუ არ იქნებიან, ფიზიკა და ქიმია არ უშველით. მარტში ჩვენს ბავშვებს და მათ ოჯახებს ექნებათ საშუალება ზამთრის კურორტებსა და სხვა კურორტებზე დაისვენონ, ჯანმრთელობას მიხედონ" - ამბობდა 2017 წლის მარტში მაშინდელი მინისტრი.

ავტორი: ეკა წივწივაძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ