ავტორი:

საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, 24 თებერვალს დასავლეთ საქართველოს მაღალთმიან რეგიონებში მოსალოდნელია ნალექი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ მთიან რაიონში შესაძლებელია ნალექი თოვლის სახით.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

რაც შეეხება თბილისს, სინოპტიკოსების ინფორმაციით, დედაქალაქში დასავლეთის ქარი იქროლებს. „დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა თოვლი მოვიდეს. ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება მოსალოდნელი არ არის. საქართველოში 25 თებერვალსაც მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში +7,+12 ნარჩუნდება“, - აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ