ავტორი:

დავით კირკიტაძეს 15 000-მდე მოქალაქე და 27 დეპუტატი თავდებში უდგება - რა სიტყვებით მიმართა დაკავებულმა მოსამართლეს

დავით კირკიტაძეს 15 000-მდე მოქალაქე და 27 დეპუტატი თავდებში უდგება - რა სიტყვებით მიმართა დაკავებულმა მოსამართლეს

დღეს თქვენი გადაწყვეტილება იქნება იმის ტესტი, რამდენად უზუნველყოფს უვადოდ დანიშვნა მოსამართლის დამოუკიდებლობას, - ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებულმა წევრმა, დავით კირკიტაძემ.

როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, მის საქმეს უვადოდ დანიშნული მოსამართლე განიხილავს.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩემს საქმეს განიხილავს მოსამართლე, რომელიც 15 თებერვლიდან უვადოდ არის დანიშნული. დღეს თქვენი გადაწყვეტილება იქნება ტესტი იმისა, რამდენად უზუნველყოფს უვადოდ დანიშვნა მოსამართლის დამოუკიდებლობას და აქვს თუ არა მორალური უფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გააგრძელოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა. მოუთმენლად ველი თქვენს გადაწყვეტილებას. მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს და თითოეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა და თავდებში ჩამიდგა“, - განაცხადა კირკიტაძემ.

პროცესზე დაცვის მხარე სასამართლოს წარვუდგენთ დაახლოებით 15 000 მოქალაქის წერილს, ასევე პარლამენტის 27 წევრის თავდების წერილს და ვიშუამდგომლებთ დავით კირკიტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, აღნიშნული ფაქტი სასამართლოსთვის ტესტი იქნება, ხელმძღვანელობს თუ არა ის კანონის მოთხოვნათა დაცვით.

კონდახიშვილის განცხადებით, კირკიტაძის მიმართ შერჩევით სამართალს აქვს ადგილი და ის პოლიტიკური ნიშნით იმყოფება პატიმრობაში. ადვოკატი ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღებს.

„მოგეხსენებათ, სასამართლომ დაადგინა წინა სასამართლო პროცესზე, რომ მხოლოდ და მხოლოდ მიმალვის საფრთხე არსებობდა, რის გამოც ძალაში დატოვა კირკიტაძის პატიმრობის განგრძობადობა. თუმცა, ეს არარსებული საფრთხეა. ეს არის ტესტი სასამართლოსთვის, ის ხელმძღვანელობს კანონის მოთხოვნათა დაცვით თუ ეს არის ფარსი.

მართალია, დიდი მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ ამ ყველაფერს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელისთვის გამოვიყენებთ. აუცილებლად დავადგენთ, რომ დავით კირკიტაძის მიმართ გამოყენებული პატიმრობა არის უკანონო", - აცხადებს კონდახიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ბოტკოველმა კი განაცხადა, რომ ყველა იმ დოკუმენტთან ერთად, რომელიც ამტკიცებს და ასახავს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს დავით კირკიტაძის პატიმრობაში ყოფნისა, რადგან ის არასდროს გამოძიებას არ დამალვია და მზად არის გირაოთი გარეთ ყოფნით ითანამშრომლოს გამოძიებასთან, სასამართლოში მივიდეს, პროკუტურას ჩვენება მისცეს, დამატებით მოსახლეობაში შეაგროვეა ხელმოწერები.

„დაახლოებით, დღენახევარში 15 000-ზე მეტი ხელმოწერა მოგროვდა, რომელიც კიდევ ერთი თავდების საფუძველი გახდება, ადამიანები თავდებში უდგებიან დავით კირკიტაძეს, რომ ის გამოძიებას არ დაემალება", - განაცხადა ბოტკოველმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები