ავტორი:

შთაბეჭდილებები "საქართველოს ვარსკვლავის" დაძაბული ტურის შემდეგ და ფინალისტების პროგნოზები

შთაბეჭდილებები "საქართველოს ვარსკვლავის" დაძაბული ტურის შემდეგ და ფინალისტების პროგნოზები

საფინალო ოთხეული უკვე გარკვეულია. „საქართველოს ვარსკვლავი“ ერთ კვირაში „ევროვიზიაზე“ ქართველი კონკურსანტის ვინაობასაც გამოავლენს. ფინალში საკმაოდ ძლიერი კონკურსანტები მოხვდნენ - ლიზა კალანდაძე, ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე და გიორგი ფრუიძე.

ბოლო სამი ტურის გამარჯვებული ლიზა კალანდაძე აღმოჩნდა, ყოველ ჯერზე საკმაოდ მაღალი ქულები დააგროვა. ახლა თითოეული ამბობს, რომ ფინალში მაქსიმუმს გააკეთებს, რათა მოიგოს.

ჩვენ განვლილი ტურის დეტალებს ვუბრუნდებით, როცა კონკურსანტებს ორ-ორი სიმღერის შესრულება მოუხდათ. ისინი საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ.

შოუს ნინი ცნობილაძე გამოეთიშა, რომელიც ამ კონკურსში მეოთხეჯერ იყო აუტსაიდერთა რიგებში. აუტსაიდერთა შორის გიორგი ფრუიძეც მოხვდა, თუმცა გიორგი მაყურებელმა გადაარჩინა და ის ფინალში ბრძოლას განაგრძობს.

ნინო ცნობილაძე:

- ეს არაფერს ნიშნავს. ამ კონკურსში მონაწილეობით პირიქით დიდი სიამოვნება მივიღე, უფრო მეტი მუხტი მომცა, ჩემს საქმეში, რასაც ვაპირებ რომ გავაკეთო, უკეთ განვახორციელებ, ბავშვებს წარმატებას ვუსურვებ და იმასაც, რომ „ევროვიზიაზე“ ისე წარდგნენ, წარმატებას მივაღწიოთ. რაც შეეხება ჩემს ფავორიტს, მყავს, მაგრამ, ვერ დავასახელებ, უხერხულია.

- შენს შემთხვევაში მაყურებლის გადაწყვეტილება სწორი იყო?

- ჩემი აზრით, არ იყო სწორი, საერთოდ კი პროექტი ყოველთვის არეულად მიდის ხოლმე. კონკურსიც მაგიტომ არსებობს, რომ ვერასდროს გათლი რა, როგორ მოხდება. არც ის არის სწორი, რომ დიმა კობეშავიძე და მარიამ კახელიშვილი თავიდანვე გავარდნენ, მაგრამ ეს არის პროექტი და ამიტომაც არის პროექტი, რომ მოულოდნელობებით არის სავსე. კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც კონკურსში ხარ, ყველაფერს უნდა ელოდო.

ლიზა კალანდაძე:

- უდიდესი მადლობა მაყურებელს, გულშემატკივარს, ჩემს მსმენელს, რომელიც მიყვარს, მათ ვუძღვნი ყველაფერს. ყველანაირად ვეცდები, იმედები გავუმართლო. იმასაც ვეცდები, რომ, რა თქმა უნდა, ეს პროექტი მოვიგო და საქართველო „ევროვიზიაზე“ ღირსეულად წარვადგინო. ამისთვის ძალებს არ დავიშურებ. ლაივის დასასრული, როგორც ყოველთვის, მძიმე იყო, არ მომწონს, როდესაც პროექტიდან ვინმე მიდის. რაც შეეხება ნინის, მომწონს როგორც ადამიანი, მომღერალი, განსხვავებული ტემბრი აქვს, განსხვავებული შემსრულებელია. არ ველოდი, რომ დღეს პროექტს დატოვებდა, თუმცა ვერავისზე ვფიქრობდი, ვინ შეიძლებოდა გავარდნილიყო.

- რა არის ახლა შენთვის საფინალო ოთხეულს შორის ყოფნა, რომელთაგან ერთ-ერთი „ევროვიზიის“ კონკურსზე უნდა გაემგზავროს.

- პირველ რიგში მნიშვნელოვანია, როგორც საუკეთესო ოთხეულმა, მაყურებელს ფინალზე მაგარი ლაივი შევთავაზოთ. დანარჩენ სამ კონკურსანტს წარმატებას ვუსურვებ. ისევ იმავეს ვიმეორებ, ყველაფერს გავაკეთებ წარმატებისთვის, რადგანაც მოტივირებული ვარ და ვალდებულიც, რომ ჩემი მაქსიმუმი დავდო!

გიორი ფრუიძე:

- ძალიან გამიხარდა, ოთხეულში მოხვედრა, მაგრამ გული დამწყდა, რომ ამ პროექტში ჩემი ყველაზე მაგარი მეგობარი - ნინი ცნობილაძე კონკურსს გამოეთიშა. ორივე შეგუებული ვიყავით ამ ფაქტს და არანაირი ღელვა არ გვქონდა. გავარდნას მართლა ველოდი. რომ გავვარდნილიყავი, ეს პროექტისთვის დიდი დანაკლისი არ იქნებოდა იმიტომ, რომ ჩემი ასაკისთვის უკვე სერიოზული მიღწევა იყო ხუთეულში მოხვედრა და თან, ასეთ ძლიერ კონკურსანტებს შორის. ამიტომ ახლა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. არადა, ჯერ 16 წლის ვარ და ყველაზე უმცროსი კონკურსანტი. უბრალოდ, მიხარია, რომ ეს დიდ პასუხისმგებლობას მანიჭებს. ძალიან მაგარია და ყველას წარმატებები მინდა ვუსურვო. განსაკუთრებით ნინის, ნინი უსაყვარლესი და უკარგესი ადამიანია.

- უშუალო კონკურენტად ვის აღიქვამ?

- არავის. ყველასთან კარგად ვარ, მეგობრულ ურთიერთობა მაქვს.

- როგორ ფიქრობ, წახვალ „ევროვიზიაზე“?

- სიმართლე თუ გაინტერესებთ, - ვერ წავალ „ევროვიზიაზე“, ამ პროგნოზს ჰაერზე არ ვაკეთებ, რაღაცებს ვითვალისწინებ. უბრალოდ, ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტში ვიყავი და თან ასეთ ხალხთან.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს