ავტორი:

პორტალი ფენტეზის შედევრის - „ანიჰილაციის“ ქართული თარგმანის წარდგენით იხსნება

პორტალი ფენტეზის შედევრის - „ანიჰილაციის“ ქართული თარგმანის წარდგენით იხსნება

27 თებერვალს, 19:00 საათზე „კრეატორ ბარში“ (მაჩაბელის ქ. 10/14) „პორტალი“ „ანიჰილაციის“ წარდგენით იხსნება.

ჯეფ ვანდერმეიერის „ანიჰილაცია“ უკვე ქართულად გამოიცა. ეს არის ნოველა, რომელმაც 2015 წელს, საუკეთესო ნოველის ნომინაციაში, Nebula Award-ის ჯილდო მიიღო; 2014 წელს კი, იმავე ნომინაციაში, Shirley Jackson Award-ის ჯილდო გადაეცა.

“ანიჰილაციის” მიხედვით 2018 წლის თებერვალში ფილმიც გამოვიდა. Paramount Pictures-ის მიერ გადაღებულ ფილმში მთავარი როლი ნატალი პორტმანმა შეასრულა. ფილმს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. ყველაზე ხშირად კი ნომინაციაში, საუკეთესო ვიზუალური ეფექტების გამოყენებისთვის, იმარჯვებდა კონკურსებში.

წიგნი ქვეყნიერებისგან მოწყვეტილი, მკვდარი, უსიცოცხლო ადგილის - X ზონის შესახებ მოგვითხრობს. მიწა, რომელზეც ერთ დროს ცივილიზაცია ხარობდა, ბუნებამ მიიტაცა. მის შესასწავლად კი უკვე მე-11 ექსპედიცია მიმდინარეობს.

„ანიჰილაცია“ გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გამოსცა სერიაში - „პორტალი“. ეს არის წიგნების სერია, რომელიც მკითხველს ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის საუკეთესო ლიტერატურულ ნიმუშებს სთავაზობს.

პრეზენტაციაზე სტუმრებს „ანიჰილაციის“ შეძენა იქვე შეეძლებათ. წიგნები 30%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/384016709077927/

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს