ავტორი:

შეჯავშნილი ვაგონები, ვარდისფერი სავარძლები - როგორ გამოიყურება კიმ ჩენ ინის მატარებელი

შეჯავშნილი ვაგონები, ვარდისფერი სავარძლები - როგორ გამოიყურება კიმ ჩენ ინის მატარებელი

კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპს შორის ჰანოიში შეხვედრა მიმდინარეობს. ეს ჩრდილოკორეელი დიქტატორისა და აშშ-ს პრეზიდენტის რიგით მეორე შეხვედრაა.

ერთადერთი ტრანსპორტი, რასაც კიმ ჩენ ინი სხვა ქვეყნებში გასამგზავრებლად იყენებს, მატარებელია. ის არასოდეს ჯდება თვითმფრინავში.

მატარებლით მგზავრობის ტრადიცია სათავეს მისი პაპისგან, კიმ ირ სენისგან იღებს, ვიეტნამსა და აღმოსავლეთ ევროპას ის სწორედ ამ ტრანსპორტით სტუმრობდა.

მხოლოდ მატარებლით მგზავრობდა კიმ ირ სენის შვილიც, კიმ ჩენ ირი, რადგან მას ფრენის შიში ჰქონდა.

კიმ ჩენ ინის მატარებელი 21 ჯავშნიანი ვაგონისგან შედგება. სავარძლები განაახლეს და ვარდისფერი ტყავი გადააკრეს. ჩინეთში მატარებლის სიჩქარე 80 კმ/სთ-ა, ჩრდილოეთ კორეის პატარა ქალაქების უფრო ნელ გზებზე კი - 50 კმ/სთ.

VIDEO : ჯავშან-მატარებლის ვარდისფერი სავარძლები კიმ ჩენ ინისთვის - რატომ არასდროს დაფრინავს დიქტატორი თვითმფრინავით

"თუ მსოფლიო COVID-19-თან ბრძოლაში არ გაერთინდება, უარესი წინ არის" - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი

CNN - გულის ოპერაციის შემდეგ კიმ ჩენ ინი, სავარაუდოდ, მძიმე მდგომარეობაშია

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-ში იმიგრაცია დროებით შეწყდება