ავტორი:

"რუსთავი 2"-ზე ყოველდღე "5/35-ოქროს ბურთი" გათამაშდება

"რუსთავი 2"-ზე ყოველდღე  "5/35-ოქროს ბურთი" გათამაშდება

1 ლარად მოიგე 100 000 ლარზე მეტი!

საქართველოს ეროვნული ლატარიის ონლაინ „ლოტო 5/35“-ის გათამაშება 4 მარტიდან „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ყოველდღე, „9-საათიანი კურიერის“ დაწყებამდე გაიმართება.

„5/35 - ოქროს ბურთის“ ჯეკპოტი უკვე 100 000 ლარზე მეტია, ასევე, 50 000 ლარზე მეტია მეორე საპრიზო კატეგორიაც. „ლოტო 5/35“-ის ბილეთის ღირებულება მხოლოდ 1 ლარია და მისი შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით ეროვნული ლატარიის სერვისცენტრებში, ლოტოს ჯიხურებში და ყველგან, სადაც „ლოტო 6/36“-ის ბილეთები იყიდება, ასევე, საქართველოს ეროვნული ლატარიის ვებგვერდზე: www.lotto.ge.

„ლოტო 5/35 - ოქროს ბურთის“ გათამაშება ყოველდღიურად იმართებოდა 22.00 სთ-ზე საქართველოს ეროვნული ლატარიის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე: www.facebook.com/lotto.ge. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ მიიღო გადაწყვეტილება, ერთგული მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს „5/35 - ოქროს ბურთის“ გათამაშება. 4 მარტიდან მაყურებელს საშუალება ექნება, „ოქროს ბურთის“ ჩამოვარდნას ყოველდღიურად „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში 20:50 სთ-ზე დაელოდოს.

„ლოტო 5/35“-ის წამყვანები კვლავაც ანანო სახელაშვილი და მარიამ გველესიანი იქნებიან.

რაც შეეხება, „ლოტო 6/36“-ის გათამაშების დღეებს - სამშაბათსა და პარასკევს, ორივე ლოტო - „6/36“ და „5/35 - ოქროს ბურთი“ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ერთმანეთის მიყოლებით 20:50 საათიდან გადაიცემა. ორივე გათამაშების პირდაპირ ეთერს, ჩვეულებისამებრ, შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ საქართველოს ეროვნული ლატარიის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე: facebook.com/lotto.ge.

ამ დროისთვის, საქართველოს ეროვნულ ლატარიას, მოგების სახით, უკვე გაცემული აქვს 15 000 000 ლარი. გახსოვდეთ, იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!

NS

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის