ავტორი:

"ბოლო 6 წელი გაუსაძლისი პირობები მქონდა" - "ჩცდ"-ს მსახიობი ესპანეთში პოლიტიკურ დევნილად ჩაბარდა

"ბოლო 6 წელი გაუსაძლისი პირობები მქონდა" - "ჩცდ"-ს მსახიობი ესპანეთში პოლიტიკურ დევნილად ჩაბარდა

მსახიობი ნანა კუხალეიშვილი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა. "ჩცდ"-ს კრიმხილდამ ესპანეთში პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა და როგორც ჟურნალ "თბილისელებისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს დღევანდელმა ხელისუფლებამ აიძულა.

"ვერ წარმოვიდგენდი, რომ თუ ჩემი ქვეყნის გარეშე შევძლებდი სუნთქვას. თუმცა, ბოლო 6 წელი გაუსაძლისი პირობები მქონდა. არ ვიცი, როგორ გადავიტანე ის ყველაფერი, ან რამდენს იტევს ადამიანის გული... ამ საშინელებას დასასრულიც არ უჩანდა. ჩემი მეუღლე დევნაში იყო, რაღაც პერიოდით უკრაინაში წავიდა და იქიდან დაბრუნებულს იგივე სიტუაცია დახვდა. ესპანეთში ჩამოვედით და ჩავბარდით, "წითელმა ჯვარმა" მიგვიღო.

- პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეთ?

- კი, როგორც კი წარვადგინეთ დოკუმენტაცია, მეორე დღესვე დაგვინიშნეს ინტერვიუ. თავიდან ძალიან ცუდად ვიყავი, საკუთარ თავში ჩავიკეტე, ვიხრჩობოდი, სული მეხუთებოდა, მაგრამ მერე რაღაც მოხდა, ალბათ ღმერთი მეხმარებოდა.. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ ახლა დაცემა არ შეიძლებოდა, შვილების და ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობები მქონდა. ჰოსტელში ვცხოვრობთ რვა ოჯახთან ერთად, ესპანურენოვანები არიან და ეს გვაძლიერებს, რადგან ძალიან გვეხმარებიან, მათ შორის ენის ბარიერის გადალახვაში.

- რატომ მოგიწიათ თავშესაფრის სხვა ქვეყანაში ძიება, ბიძინა ივანიშვილია დამნაშავე ჩემი ოჯახის დაღუპვაშიო, წერდით, რა მოხდა?

- იმის გამო, რომ ჩემი მეუღლე ერთ-ერთი პარტიის მომხრე იყო, მთელი ექვსი წელი ლანძღვა-გინების, ფურთხების, მუქარის და ლანძღვის ობიექტი გახდა. ყოველდღე მიწევდა ბავშვების დაწყნარება, არაჩვეულებრივი დამრიგებელი ჰყავდათ, მაგრამ რამდენიმე ადამიანი სიცოცხლეს უმწარებდათ. სხვა სკოლაში გადავიყვანე ბავშვები...წაიკითხეთ სრულად

3 ქართული კერძის რეცეპტი, რომლებიც საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა გქონდეთ - რჩევები კულინარისგან

როგორია მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა

"გამოგვყარეს ქუჩაში, ჩალის ფასად ჩაიგდეს სახლი..." - საქართველოში, ბოლო 10 თვეში ათასზე მეტ ადამიანს გაუყიდეს უძრავი ქონება