ავტორი:

„გორგიას“ გლდანის ფილიალი 1 წლის გახდა - რას შეიძენთ ყველაზე იაფად საიუბილეო წელთან დაკავშირებით

„გორგიას“ გლდანის ფილიალი 1 წლის გახდა - რას შეიძენთ ყველაზე იაფად საიუბილეო წელთან დაკავშირებით

სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტ „გორგიას“ გლდანის ფილიალს ერთი წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით გლდანის „სითი მოლის“ ტერიტორიაზე მდებარე ფილიალი „გორგიას“ მომხმარებლებს ექსკლუზიურ ფასდაკლებებსა და სიახლეებს სთავაზობს. ფასდაკლებები ვრცელდება ლამინატზე, კერამოგრანიტზე, რბილი ავეჯის უდიდეს ასორტიმენტზე, გაზის წყლის გამაცხელებლებზე, ჭაღებზე, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტექნიკაზე.

ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ მარტის თვეში ის მომხმარებლები, რომლებიც 500 ლარის ზემოთ პროდუქციას შეიძენენ, გლდანისა და მუხიანის ტერიტორიაზე შენაძენს უფასო მიწოდების სერვისით მიიღებენ.

„გორგიას“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი მამნიაშვილის თქმით, ამ ფილიალის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მიმდებარე უბნებში მცხოვრებ მოსახლეობას, შორს არ უწევს წასვლა სამშენებლო და სარემონტო პროდუქციის შესაძენად:

“გორგიას“ გლდანის ფილიალს ერთი წლის იუბილე აქვს. ეს დაახლოებით 4 500 კვ/მ სავაჭრო სივრცეა, სადაც თავმოყრილია ყველა ის პროდუქტი, რაც მომხმარებელს სჭირდება რემონტისთვის, მშენებლობისთვის და საერთოდ, სახლის მოწყობისთვის. გლდანის ფილიალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა არის ის, რომ გლდანის, მუხიანისა და თემქის მოსახლეობას არ სჭირდება სახლიდან შორს გასვლა და ყველა მათთვის საჭირო პროდუქცია შეუძლიათ აქ შეიძინონ.

იუბილესთან დაკავშირებით, გარდა სასიამოვნო და ექსკლუზიური ფასდაკლებებისა, გვაქვს მრავალი სიახლე, ასე რომ, მომხმარებელს ველით „გორგიაში“, მობრძანდით, ისიამოვნეთ, იშოპინგეთ და გვეწვიეთ ხშირად“, - განაცხადა „გორგიას“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი მამნიაშვილმა.

AMBEBI.GE ესაუბრა გლდანის ფილიალის მენეჯერს, მაია თაბაგარს, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ „სითი მოლში“ ფილიალის გახსნის პირველი წლის შემდეგ, „გორგია“ 2019 წლისთვის კიდევ უფრო მეტ სიახლესა და აქციას გეგმავს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ერთი წელი გვქონდა, თუმცა მომავალ წელს უფრო მეტ სიახლეს და აქციას ვთავაზობთ მომხმარებელს. ამჟამად იუბილესთან დაკავშირებით გვაქვს 50%-მდე ფასდაკლება. ფასდაკლება გვაქვს ლამინატების სექციაში, კერამიკის სექციაში კერამოგრანიტებზე, ასევე, რბილი ავეჯის ძალიან დიდ ასორტიმენტზე. ფასდაკლება ვრცელდება გაზის წყლის გამაცხელებლებზე, ჭაღების ფართო ასორტიმენტზე, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტექნიკაზეც.

მარტის თვის განმავლობაში „გორგიას“ გლდანის ფილიალის მომხმარებლებს ვთავაზობთ უფასო მიტანის სერვისს 500 ლარიდან შენაძენზე გლდანისა და მუხიანის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, გვაქვს სიახლე, რომ გვემატება ფარდების ახალი, დიდი სექცია, სადაც წარმოდგენილი გვექნება 300-მდე სახეობის ფარდა, დახვეწილი დიზაინითა და საუკეთესო ფასით. ასევე, მომხმარებელს ადგილზე მოემსახურება მკერავი.

ასე რომ, გელოდებით „გორგიას“ გლდანის ფილიალში, იშოპინგეთ და დაზოგეთ დრო თავისუფალ და კომფორტულ გარემოში“, - აღნიშნა „გორგიას“ გლდანის ფილიალის მენეჯერმა, მაია თაბაგარმა.

„გორგია“ საქართველოში ყველაზე დიდი და ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტია, რომელიც აერთიანებს 7 ჰიპერმარკეტს საქართველოს ტერიტორიაზე და დაახლოებით 50 000 დასახელების სხვადასხვა პროდუქტს. აქ მომხმარებელს ერთ სივრცეში შეუძლია, აარჩიოს მისთვის სასურველი ნებისმიერი ფასისა თუ ხარისხის პროდუქტი, მიიღოს კომპეტენტური კონსულტაცია კონსულტანტებისგან და სასიამოვნო შენაძენით დაბრუნდეს შინ.

ავტორი: ეკა აბაშიძე

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი