ავტორი:

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ფოთსა და სენაკში დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ფოთსა და სენაკში დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

ქურდული სამყაროს წევრობაზე დაკავებულ სამ პირს: მამუკა ლაგვილავას, ირაკლი ჩხენკელს და მანუჩარ გაბუნიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. ბრალდებულების უფლებადამცველები დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამარათლოს დაცვის მხარემ ბრალდებულების გათავისუფლების სანაცვლოდ ირაკლი ჩხენკელის შემთხვევაში 50 000, ხოლო მამუკა ლაგვილავასა და მანუჩარ გაბუნიას გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000-500 000 ლარი შესთავაზეს. ბრალდებულების ადვოკატები აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

სამართალდამცავებმა, გუშინ სენაკსა და ფოთში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ, კერძოდ, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ - ლავას ოღლი, იგივე მინდია გორაძესთან, ჯუმბერ ბაირამიდისთან (მეტსახელად "ბონჩო"), სტავრო ბაირამიდთან - (მეტსახელად "როკო"), დათო ჩხიკვიშვილთან, მერაბ მზარელუასთან და როლანდ გეგეჭკორთან. უწყების ცნობით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით, „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ.

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს, რომელთა შორის ერთ-ერთი ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი მოჭიდავეა, პატიმრობა შეეფარდა

შსს-მ,  ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი მოჭიდავე დააკავა

"სავარაუდოდ, ვინც მისდევდნენ, დაეწივნენ, სცემეს და გადააგდეს წყალში" - რას ყვება შაქარაშვილის ბიძა "მთავართან" საუბარში