ავტორი:

რატომ უჭირთ მამაკაცებს ქალებისთვის საჩუქრის არჩევა

რატომ უჭირთ მამაკაცებს ქალებისთვის საჩუქრის არჩევა

მარტს ქალების თვეს ეძახიან, თუმცა არც მამაკაცებისთვისაა ნაკლებად შთამბეჭდავი და ემოციურად დატვირთული. გაზაფხულის პირველ კვირას ხომ მთელი ქვეყნის ძლიერი ნახევარი მეორე ნახევრისთვის ეძებს საჩუქარს და სიხარულის მინიჭების გზას. ალბათ, ამდენი ემოციებისა და გახარებული გულის გამოა, რომ 8 მარტმა ყველა დროის გადაფასებას გაუძლო და მაინც ულამაზეს დღესასწაულად დარჩა. ყველაზე ძვირფასი ქალის დღე უსაჩუქროდ ვერ ჩაივლის. ჯერ 3 მარტს დედებს უნდა გავულამაზოთ დღე, 8 მარტს კი ყველა ქალმა უნდა იგრძნოს, რომ ამქვეყნად ძალიან საყვარელი და სასურველია. ოჯახის წევრს, საყვარელ ადამიანს, კოლეგას, მეგობარსა თუ მასწავლებელს - ყველა მათგანს სჭირდება თავისი წილი სიხარული. საჩუქრის შერჩევა კი მარტივი არ არის, მითუმეტეს, მამაკაცებს ამ დროს განსაკუთრებით უჭირთ - არც ბევრი სიარული უყვართ და ბოლომდე არ არიან დარწმუნებულნი, მოეწონება თუ არა მათი არჩეული საჩუქარი ადრესატს. გარდა ამისა, ყველა დღესასწაულებს თავისი პრაგმატული მხარე აქვს - ფასები. ამიტომ ასეთ მნიშვნელოვან დღესასწაულებზე ყოველთვის კარგად უნდა იცოდეთ, სად რა არჩევანს გთავაზობენ და რა ფასად.

სპეციალურად ქალთა დღისთვის მაღაზიათა ქსელი ბიბლუსი 20%-30%-იან ფასდაკლებებს აწესებს. წიგნი რომ საუკეთესო საჩუქარია, ეს არაერთხელ დამტკიცებულა. წიგნის საშუალებით არა მხოლოდ ნივთს, შესაბამის ემოციასაც გადასცემთ საყვარელ ადამიანს და სამახსოვროდაც უტოვებთ. წიგნის არჩევა გაცილებით მარტივიცაა და ბევრად მეტი ღირებულება აქვს, ვიდრე ყოფითი მოხმარების ფუფუნების საგნებს. თანაც, მაღაზიის პერსონალმა წინასწარ იზრუნა სასაჩუქრედ განკუთვნილ წიგნებზე და საგანგებოდ ლამაზად შეფუთა ისინი. შეგიძლიათ არჩევანი სწორედ სასაჩუქრედ შეფუთულ გამოცემებს შორის გააკეთოთ.

წიგნი შეგიძლიათ მიუსადაგოთ ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანს, ერთ სივრცეში აარჩევთ სხვადასხვა ადამიანისთვის განკუთვნილ საჩუქარს. გამოცდილი კონსულტანტები კი ნამდვილად გაგიადვილებენ ამ საქმეს.

მარტის ფასდაკლება 100-ზე მეტი დასახელების წიგნზე ვრცელდება. მათ შორის მხატვრულ ლიტერატურაზე, ენციკლოპედიებსა და კულინარულ წიგნებზე. სხვათა შორის, წიგნების შერჩევა და შეძენა სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელადაც შეგიძლიათ - www.biblusi.ge - ზე წიგნების სრული ასორტიმენტი დაგხვდებათ. 20 ლარის და მეტი ლარის შენაძენზე კი უფასო ტრანსპორტირება გეკუთვნით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს