ავტორი:

5 ტყუილი, რომელიც კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეელებს დააჯერა, თუმცა მსოფლიოს - ვერა

5 ტყუილი, რომელიც კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეელებს დააჯერა, თუმცა მსოფლიოს - ვერა

ჩრდილოეთ კორეისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერების მოლაპარაკების მეორე რაუნდი წარუმატებლად დასრულდა. მხარეებმა ბირთვულ განიარაღებასა და სანქციების მოხსნის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ცნობილი არც ის არის, შეხვდება თუ არა ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს კიდევ ერთხელ სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხების განსახილველად.

თუმცა, ამან ხელი არ შეუშალა კიმ ჩენ ინის მთავრობას კორეელებისთვის ეთქვა, რომ ვაშინგტონი და ფხენიანი მოლაპარაკების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, რათა ორი ქვეყნის ურთიერთობაში აქამდე წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწიონ. უნდა ითქვას, რომ ეს ყველაზე მსუბუქი ტყუილია, რაც კიმ ჩენ ინსა და მის ხელისუფლებას ხალხისთვის უთქვამს, ასეთი შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის ჩამონათვალი კი საკმაოდ ვრცელია. მოდით, გადავხედოთ რამდენიმე მათგანს:

იხილეთ VIDEO

1. "მოხარულები ვართ გამცნობთ, რომ წარმატებით ჩაიარა მზეზე ადამიანის გამგზავრების მისიამ" - ეს ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის სახლმწიფო მედიამ ჯერ კიდევ 2014 წელს გაავრცელა და 17 წლის ჰანგ ილ გონგი გმირ ასრონავტად გამოაცხადა. მედიის ინფორმაციით, კოსმოსურ ხომალდს მზემდე მისაღწევად 4, უკან დასაბრუნებლად კი 18 საათი დასჭირდა.

2. 2016 წელს კი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ საზოგადოებას სიხარულით ამცნო, რომ კორეელმა მეცნიერებმა ახალი ტიპის მედიკამენტი შეიმუშავეს, რომელიც იშვიათი ელემენტისგან იყო შექმნილი და კურნავდა შეძენილ იმუნოდეფიციტის სინდრომს, უმკლავდებოდა ზოგიერთი სახის სიმსივნეს და მთლიანად ამარცხებდა ებოლას ვირუსს. სამწუხაროდ, ჩრდილოეთ კორეამ დანარჩენ მსოფლიოს ის "განსაკუთრებული ინგრედიენტი" არ გაუზიარა, რომელიც ამ "სასწაულმოქმედი" მედიკამენტის წარმოებაში გამოიყენებოდა.

3. ჩრდილოეთ კორეის იზოლაცია იმასაც გულისხმობს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას სხვა ქვეყნის საკვებიც კი არ აქვს ნანახი, მათ შორის, ისეთიც, რომელსაც მთელი მსოფლიო კარგად იცნობს. ამიტომ, კორეელებმა მარტივად დაიჯერეს, რომ საკვები, რომელიც ორ პურს შორის მოქცეული ხორცისგან შედგება და მათ ენაზე Gogigyeopbbang ჰქვია, ჩრდილოეთ კორეაში გამოიგონეს 2000 წელს. ჩრდ. კორეული ჰამბურგერის "გამომგონებლად" კი, კიმ ჩენ ინის აწ გარდაცვლილი მამა, კიმ ჩენ ირი ითვლება.

4. ჩრდილოეთ კორეის ლიდერების კულტად ქცევის პროცესში, საზოგადოებას კიდევ ერთი დაუჯრებელი ტყუილი შესთავაზეს - ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ტუალეტში არ დადიან. როგორც ჩანს, ეს ტყუილი ლიდერებს არამიწიერ შესაძლებლობებთან და ღვთაებრივ ბუნებასთან აკავშირებს, თუმცა ხელისუფლებამ ამ ტყუილის გავრცელება მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მთელმა მსოფლიომ იხილა და გაიგო, რომ კიმ ჩენ ინი ყველგან საკუთარი ტუალეტით მიდის.

მაგალითად, სინგაპურში ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრაზე ჩასულ ქვეყნის ლიდერს, საკუთარი ტუალეტი ჰქონდა წაღებული.

Business Insider-ის ინფორმაციით, საპირფარეშო მხოლოდ კიმ ჩენ ინის პერსონალურ მატარებელში კი არა, ნებისმიერი ზომის ავტომობილშიც არის, რომლითაც ის მოგზაურობს.

იხილეთ VIDEO

საინტერესოა, იმის გარდა, რომ კორეის ლიდერს საკუთარი სტატუსი არ აძლევს საზოგადოებრივი ტუალეტის გამოყენების საშუალებას, სხვა რა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს მის ახირებას?

ჩრდილოეთ კორეის გვარდიის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან გაიქცა, Washington Post-თან საუბარში ეს ასე განმარტა: "საზოგადოებრივი ტუალეტის გამოყენებისას, გამორიცხული არ არის, რომ ანალიზის ჩატარების შემთხვევაში მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია მიიღონ", - აღნიშნა ლი იუნ კეოლმა.

5. ხელისუფლების წყალობით ჩრდილო კორეელებს იმისაც სჯერათ, რომ კორეელმა მკვლევარებმა ისეთი ახალი ტიპის ალკოჰოლი შექმნეს, რომელიც ნაბახუსევს არ იწვევს, ეს კი სპეციალური ინგრედიენტის წყალობით მოხდა, რომელიც თავის ტკივილისა და სისუსტის პრევენციას ახდენს, მაშინაც კი თუ სასმელი 40% ალკოჰოლს შეიცავს.

ჩრდილოეთიდან სამხრეთ კორეაში გაქცეულმა 39 წლის კიმ იუნგ ილმა Business Insider-თან საუბარში განმარტა, რომ ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა უკვე ხვდება მათ ატყუებენ, თუმცა იმას ვერ ხვდება, რამდენად მასშტაბურია ეს ტყუილი და რამდენად განსხვავდება მათი ცხოვრების წესი დანარჩენ მსოფლიოში არსებულ ცხოვრებისგან.

ტურისტები, რომლებიც პანდემიის გამო ინდოეთში ჩარჩნენ, გამოქვაბულში იპოვეს - "ფული გამოელიათ და სასტუმროს დატოვება მოუხდათ"

"თუ მსოფლიო COVID-19-თან ბრძოლაში არ გაერთინდება, უარესი წინ არის" - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი

CNN - გულის ოპერაციის შემდეგ კიმ ჩენ ინი, სავარაუდოდ, მძიმე მდგომარეობაშია