ავტორი:

დიდი ლიტერატურული ტურნე რუსთავით გრძელდება

დიდი ლიტერატურული ტურნე რუსთავით გრძელდება

5 და 6 მარტს რუსთავში, მასშტაბური პროექტის - „დიდი ლიტერატურული ტურნე 2019-ის“ ფარგლებში, ბესტსელერის ავტორებთან შეხვედრა გაიმართება.

5 მარტს 18:00 საათზე ქალაქ რუსთავის „არტ კაფეში“ (რუსთავი, კოსტავას #21) მკითხველები „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებულებს: ნიკოლოზ ტოტოღაშვილს, ვახტანგ ვახტანგაძესა და იაგო თვალაბეიშვილს შეხვდებიან. ისინი თავიანთ რომანებს წარადგენენ და სტუმრებისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრებენ.

6 მარტს კი, 18:00 საათზე რუსთავის „არტ კაფეში“ , ქალთა დღესთან დაკავშირებით, მკითხველებს „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებულები: ნათია ჯაგოდნიშვილი; გვანცა გუბელაძე და „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის“ გამარჯვებული, ია კარგარეთელი შეხვდებიან. ავტორები თავიანთ რომანებს წარადგენენ და ისაუბრებენ ქალების როლზე ლიტერატურაში.

ნიკოლოზ ტოტოღაშვილის "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა", გვანცა გუბელაძის "შულამელი გოგონები" და ნათია ჯაგოდნიშვილის "ცდუნება“, კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ ფარგლებში, ხალხის რჩეული რომანები გახდა. ვახტანგ ვახტანგაძის "ალაჰი ჩემი მეგობარია" და იაგო თვალაბეიშვილის "ტრანსმუტაცია" კი ჟიურის რჩეულები არიან.

5 მარტს, ლიტერატურულ საღამოზე „ტრანსმუტაცია“; „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“ და „ალაჰი ჩემი მეგობარია“ 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება, ხოლო 6 მარტს ფასდაკლებით მკითხველები „ცდუნებისა“ და „შულამელი გოგონების“ შეძენას შეძლებენ.

კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამომცემლობა ”პალიტრა L” მეორე წელია ატარებს. მისი მიზანია, აღმოაჩინოს ახალი სახეები და დაეხმაროს ქართველ მწერლებს წარმატების მიღწევაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

2017 წლის გამარჯვებული რომანები უკვე რეალური ბესტსელერებია, მათმა გაყიდვებმა ქართულ ლიტერატურაში გაყიდვების რეკორდებიც მოხსნა.

რაც შეეხება, დიდ ლიტერატურულ ტურნეს, იგი რამდენიმე ქალაქს მოიცავს: თელავი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი, ქუთაისი, ბათუმი. ტურნეს ფარგლებში, მკითხველები მათთვის საყვარელ ქართველ ავტორებს პირადად გაიცნობენ; საშუალება ექნებათ, დაუსვან შეკითხვები, წიგნები ფასდაკლებით შეიძინონ და ავტოგრაფები აიღონ.

ტურნე 10 აპრილს დასრულდება. შემდეგი ვიზიტები გორში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისსა და ბათუმში იგეგმება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს