ავტორი:

BTU და გამომცემლობა ,,პალიტრა L''-ის ერთობლივი პროექტი - ახალი ლიტერატურა ბიზნესგანათლებისთვის იწყება

BTU და გამომცემლობა ,,პალიტრა L''-ის ერთობლივი პროექტი - ახალი ლიტერატურა ბიზნესგანათლებისთვის იწყება

5 მარტს, 17:00 საათზე სილიკონ ველი თბილისში (ჭავჭავაძის გამზ. #82) ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ერთობლივი პროექტის _ ახალი ლიტერატურა ბიზნესგანათლებისთვის, პრეზენტაცია გაიმართება.

ახალი ლიტერატურა ბიზნესგანათლებისთვის გულისხმობს მოწინავე, სწავლებისთვის საერთაშორისოდ აღიარებული ბიზნესლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნასა და გამოცემას. ადამიანური რესურსების მართვა, ფინანსური მენეჯმენტი, სტრატეგიული მენეჯმენტი, მარკეტინგის მენეჯმენტი ის მცირე ჩამონათვალია, რა მიმართულებითაც ახალი სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე ითარგმნება და გამოიცემა. პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტუდენტებსა და საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებს, გაზარდონ სწავლის ხარისხი და იხელმძღვანელონ სფეროში აღიარებული და მუდმივად განახლებადი ლიტერატურით.

ღონისძიების განმავლობაში ბიზნესლიტერატურის პროექტი "ლურჯი ოკეანე" წარადგენს ახალ გამოცემას - Fuckup Book - მარცხის ისტორიები, რომელიც მსოფლიოში „წარუმატებლობის მოძრაობის“ სახელით ცნობილი ინიციატივის ნაწილია და აერთიანებს სხვადასხვა კომპანიის მარცხის ისტორიებს, ასევე, წარუმატებლობის 24-პუნქტიან ცნობილ მანიფესტს და კვლევის შედეგების, ბიზნესსფეროში ყველაზე გავრცელებულ წარუმატებლობათა მიზეზების შესახებ. წიგნის წარდგენასთან ერთად, მოწვეული სპიკერი, Biletebi.ge-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, დავით მიზანდარი საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს სტუდენტებს, ისაუბრებს კომპანიის განვითარების ისტორიაზე, მთავარ გამოწვევებსა და ინიციატივებზე.

ივენთის განმავლობაში „ახალი ლიტერატურა ბიზნესგანათლებისთვის“ ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილ პირველ წიგნს - Armstrong's Handbook of Human Resource Management Practice - წარადგენს წიგნის ქართული გამოცემის კონსულტანტი, პალიტრა მედია ჯგუფის HR დეპარტამენტის დირექტორი, ნინო ფეიქრიშვილი.

ადგილზე გაიმართება „ლურჯი ოკეანის“ მიერ გამოცემული წიგნების გამოფენა/გაყიდვა.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/611679135925950/