ავტორი:

რა პოსტზე დაბრუნდა ირაკლი ღარიბაშვილი "ოცნებაში"

რა პოსტზე დაბრუნდა ირაკლი ღარიბაშვილი "ოცნებაში"

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

როგორც რამდენიმე წუთის წინ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო.

ამასთან, პარტიაში შემოღებულია ახალი თანამდებობა - პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის პოსტი, რომელსაც გია ვოლსკი დაიკავებს.

„ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ მდივნად დაბრუნება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პარტიის გაძლიერებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2013-2015 წლებში იკავებდა. ბოლო ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ გასულ წელს გავრცელდა - ღარიბაშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი CEFC Energy Company Limited-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა.

იხილეთ ვიდეო: რა თანამდებობას დაიკავებს ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ - ყოფილი პრემიერი კალაძემ ოფიციალურად წარადგინა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები