ავტორი:

"ჩემ­თვის თა­ნამ­დე­ბო­ბა, არა­სო­დეს ყო­ფი­ლა თვით­მი­ზა­ნი" - რა თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წელს, როცა პოლიტიკიდან წავიდა

"ჩემ­თვის თა­ნამ­დე­ბო­ბა, არა­სო­დეს ყო­ფი­ლა თვით­მი­ზა­ნი" - რა თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წელს, როცა პოლიტიკიდან წავიდა

2015 წლის 23 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. საგანგებო სატელევიზიო მიმართვაში, მთავრობის ლიდერმა მოღვაწეობის ორი წელი შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს "ქვეყანაში დამკვიდრდა მშვიდობა და სტაბილურობა, კანონიერება და ჰუმანურობა".

"ჩვენ მოქალაქეებს დავუბრუნეთ ყველაზე მთავარი - თავისუფლება და ღირსება. ასევე ჩვენს მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმებით და უპრეცედენტო სამთავრობო პროგრამებით ჩვენ შევქმენით მყარი საფუძვლები ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის. ჩვენ ასევე მივაღწიეთ ისტორიულ შედეგებს - გავაფორმეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და დავიწყეთ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა. მივიღეთ თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რითაც უკვე შეუქცევადი გახდა ჩვენი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში" - თქვა ღარიბაშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე განცხადებით, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი, მან შექმნა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე.

"მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადადგა, მე ვიტყოდი უპრეცედენტო ნაბიჯი, მისი პოპულარობისა და პოლიტიკური გავლენის ზენიტში მყოფმა, მისივე გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა, მან შექმნა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნის სასარგებლო საქმე, როგორც დროული მოსვლით, ისე დროული წასვლით თანამდებობიდან.

გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის თანამდებობა, იქნებოდა ეს შინაგან საქმეთა მინისტრობა თუ პრემიერ-მინისტრობა, ან ზოგადად ხელისუფლებაში ყოფნა არასოდეს ყოფილა თვითმიზანი. ჩემთვის ეს არის საშუალება იმის, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩვენს ძვირფას ხალხს. ეს არის ჩემი პოლიტიკური მრწამსი, ასეთი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება დაიწყო ჩვენმა გუნდმა.

ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ახალგაზრდა დემოკრატია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა მაგალითს დავუტოვებთ ჩვენს შვილებს, რა მაგალითს მივცემთ ჩვენს მომავალ თაობას. თანამდებობები არის დროებითი, მარადიული არის უფალი და სამშობლო, ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა, ახლა, როდესაც გამყარებულია ჩვენი ქვეყნის საგარეო და საშინაო მიმართულებები" - თქვა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ისე, როგორც არასდროს, ადამიანზე ორიენტირებული და პრაგმატული პოლიტიკით, ქვეყნის ევროპული პერსპექტივით ყალიბდება რეალური საფუძველი აფხაზ და ოს ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის.

"ჩემი ოცნება არის, იყო და ყოველთვის იქნება ძლიერი, ერთიანი საქართველო, ძლიერი, ეკონომიკურად წელში გამართული ქართველი ხალხით, ამიტომ მე დღეს ვტოვებ ამ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს და ჩვენი ძლიერი და ამაყი ქართველი ერის მფარველი", - განაცხადა ღარიბაშვილმა 2015 წლის 23 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ბოლო მიმართვაში.

ის პრემიერის პოსტზე 2013 წლის 20 ნოემბერს, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ დაინიშნა და თანამდებობაზე ორი წელი გაატარა. იქამდე ღარიბაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.

დღეს, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს. მან ამ პოსტზე გია ვოლსკი შეცვალა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები