ავტორი:

მეგანი და ქეითი ერთად  - დასრულდა თუ არა დაპირისპირება სამეფო ოჯახში

მეგანი და ქეითი ერთად  - დასრულდა თუ არა დაპირისპირება სამეფო ოჯახში

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლებისთვის მნიშვნელოვანი დღეა - ბუკინგემის სასახლეში ჩარლზისთვის უელსის პრინცის ტიტულის მინიჭებიდან 50-ე წლისთავს აღნიშნავენ.

თუმცა, ღონისძიების მნიშვნელობა სულ სხვა ამბავმა დაჩრდილა - ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი შობის შემდეგ ერთად პირველად გამოჩნდნენ. მათთან ერთად, რა თქმა უნდა, პრინცები - ჰარი და უილიამი იმყოფებოდნენ.

უკვე რამდენიმე თვეა, არ წყდება მითქმა-მოთქმა ძმებსა და მათ ცოლებს შორის დაპირისპირებაზე. მედია ამტკიცებს, რომ მეგანსა და ქეითს უთანხმოება აქვთ, კონფლიქტში კი ჰარი და უილიამიც არიან ჩართული. თუმცა დღეს „შესანიშნავი ოთხეული“ ერთად ბედნიერი ჩანდა, ძალიან რთულია თქმა, რომ მათ შორის რაიმე გაურკვევლობაა.

მეგანს ღონისძიებაზე თეთრი პალტო და ოქროსფერნაქარგებიანი კაბა ეცვა, ქეითმა კი ღია ცისფერი კაბა შეარჩია.

ბუკინგემის სასახლეში დედოფალმა ელისაბედმა და პრინცმა ჩარლზმა დღეს უამრავ ადამიანს უმაპინძლეს, მათ შორის იყო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი და სხვა პოლიტიკოსები.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე