ავტორი:

რუსეთში ხელისუფლების შეურაცხყოფა დასჯადი გახდება

რუსეთში ხელისუფლების შეურაცხყოფა დასჯადი გახდება

რუსეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომლის თანახმად, ინტერნეტში ხელისუფლებაზე უპატივცემულო პუბლიკაციები დასჯადი გახდება.

როგორც რუსული მედია იუწყება, შემოღებულია ჯარიმა ისეთი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ადამიანურ ღირსებასა და საზოგადოებრივ ზნეობას, უპარტივცემულობას ავლენს საზოგადოებისადმი, სახელმწიფოსადმი, რუსეთის ოფიციალური სიმბოლოებისადმი, რუსეთის კონსტიტუციისადმი და ხელისუფლების ორგანოებისადმი.

ამგვარი ქმედებები 30-დან 100 000 რუბლამდე ჯარიმით დაისჯება, ხოლო განმეორების შემთხვევაში კი 100 000-დან 200 000 რუბლამდე ჯარიმით ან 15 დღემდე დაპატიმრებით.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე