ავტორი:

თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკური პარტია "კანონი და სამართალი" დააფუძნა - რა გეგმები აქვს პოლიტიკურ გაერთიანებას

თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკური პარტია "კანონი და სამართალი" დააფუძნა - რა გეგმები აქვს პოლიტიკურ გაერთიანებას

„ექსპოჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, თაკო ჩარკვიანის პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელი ყრილობა მიმდინარეობს. ახალი პოლიტიკური გაერთიანების ყრილობას თაკო ჩარკვიანის მხარდამჭერები და გაერთიანების დელეგატები ესწრებიან.

პარტიის დამფუძნებლების თქმით, „კანონი და სამართალი“ იქნება ის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ანტიკორუფციული კანონის შექმნაზე იმუშავებს. პოლიტიკური გაერთიანება „გაერთიანებულ ოპოზიციასთანაც“ ითანამშრომლებს.

„ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები ვართ, რომ შრომა დაფასდა „გაერთიანებული ოპოზიციისა“ მეორე ტურით. ძალიან კარგია, რომ გაანალიზდა კარგად - ძლიერი ოპოზიცია არის და მშვიდად აღარ სძინავს ხელისუფლებას. ეს არის დემოკრატიული, გენიალური ფორმულა, რომლითაც ყველამ უნდა ისარგებლოს. ვის სჭირდება მიძინებული და სუსტი ოპოზიცია?! მხოლოდ ცუდ ხელისუფლებას, მხოლოდ რუსული კორუფციული მართვის ჯგუფს, რომელიც მგონია, რომ სათავეში არის. მეშვიდე წელია ვხედავ, რომ რუსული კორუფციული მართვის სტილს გვთავაზობს. ზუსტად ის კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანაშია - ვგულისხმობ ინფლაციას, ნარკოტრაფიკს, პლანტაციებს, რომელიც შემოგვთავაზეს და დროებით შეჩერდა პროგრამა, მონოპოლიზებული ბიზნესი, გარჩევები მაღალ ეშელონებში, თუ ქუჩებში - ეს არის რუსული კორუფციული მართვის სტილი. ქუჩაში რომ გახვიდეთ და იკითხოთ, რა აკლია თქვენს ქვეყანას - უპირობოდ ყველა გეუბნებათ, რომ კანონი და სამართალი, „კანონი და სამართალი“ ჰქვია ჩვენ პარტიას“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

პარტიის დამფუძნებლის თაკო ჩარკვიანის თქმით, პოლიტიკურ გააერთიანებას კონსულტაციებს უცხოელებიც გაუწევენ.

„გვყავს ორი უცხოელი კონსულტანტი, ჩვენი სავიზიტო ბარათი იქნება რეგიონის განვითარების პროგრამა, მაგრამ ვერც ერთი უნიკალური პროგრამა ვერ ამუშავდება ამ ქვეყანაში, თუ არ ამუშავდება ანტიკორუფციული კანონი“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლიბას, თაკო ჩარკვიანის თქმით, ისინი „გაერთიანებულ ოპოზიციასთან“ თანამშრომლობას გეგმავენ.

„ჩვენ არჩევნების მეორე ტური დავდეთ ერთად, სად არის ის ფუფუნება, რომ პოლიტიკიდან გავწიოთ გრიგოლ ვაშაძე და გიორგი ვაშაძე?! ასეთი ორი ნათელი პოლიტიკოსი გყავდეს და გასწიო?! რა თქმა უნდა, ერთად ვიმუშავებთ, ამისტები, იმისტები. დამოუკიდებელი პარტია ვიქნებით, აბსოლუტურად, ყველაფერი ღია იქნება", - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები