ავტორი:

მეგანი თავად უმზადებს ქმარს საჭმელს და საკუთარ თავზეც თვითონ ზრუნავს - ჰერცოგინიას ძალიან ცოტა დამხმარე ჰყავს

მეგანი თავად უმზადებს ქმარს საჭმელს და საკუთარ თავზეც თვითონ ზრუნავს - ჰერცოგინიას ძალიან ცოტა დამხმარე ჰყავს

მეგან მარკლის ახლო მეგობრები ამბობენ, რომ კემბრიჯის ჰერცოგინიას არც მზარეული ემსახურება და არც ვიზაჟისტი, ამის შესახებ Express წერს. მეგანი ყოველ ღამე თავად ამზადებს საჭმელს როგორც თავისთვის, ასევე - ქმრისთვის.

„გასულ თვეს ვიყავი მასთან, საჯარო ღონისძიებისთვის ემზადებოდა. მე და ჰარი ძაღლებთან ერთად ვისხედით, ვსაუბრობდით, მეგანი ფრჩხილებს იღებავდა. გარდა ქორწილისა, ყველა სხვა ღონისძიებისთვის ის თვითონ იკეთებს მაკიაჟს, თავად არჩევს სამოსს...“ - ამბობს გამოცემის წყარო.

მისივე თქმით, წყვილის კოტეჯი კენსინგტონის სასახლეში „პატარა და მყუდროა“, მოსამსახურე პერსონალის რაოდენობაც მინიმუმამდეა დაყვანილი, ჰერცოგინია თავად აკეთებს სახლში ყველაფერს.

ნოტინგემის კოტეჯი, კენსინგტონის სასახლე

მარკლის ხუთი ახლო მეგობარი, რომლებიც ბოლო წლის განმავლობაში სამეფო ოჯახზე არაფერს ამბობდნენ, მიიჩნევს, რომ დროა, ხმა ამოიღონ მეგობრის საერთაშორისო ბულინგის წინააღმდეგ და მეგანის შესახებ სიმართლე თქვან.

ჰარი და მისი ცოლი პირველ ბავშვს გაზაფხულზე ელოდებიან. მარკლის მეგობრები შიშობენ, რომ საზოგადოების მუდმივი ზეწოლა მომავალ დედაზე უარყოფითად იმოქმედებს.

„არ შეიძლება, ვინმეს ასეთი ემოციური ტრავმა მიაყენო, განსაკუთრებით - ორსულს,“ - ამბობენ მეგანის მეგობრები.

მანამდე კი, ქალთა საერთაშორისო დღეზე გამართულ ღონისძიებაზე მარკლმა განაცხადა, რომ სოციალურ მედიაში არც დადებით და არც უარყოფით კომენტარებს მის შესახებ არ კითხულობს, რადგან ასე „უფრო დაცულად გრძნობს თავს“.

ჰერცოგინიამ ჰარიზე დაქორწინებამდე „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“ და „ტვიტერის“ გვერდები გააუქმა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე