ავტორი:

რუსეთში ვლადიმერ პუტინი "დამარხეს" - ნახეთ ფოტოები "საფლავიდან"

რუსეთში ვლადიმერ პუტინი "დამარხეს" - ნახეთ ფოტოები "საფლავიდან"

რუსეთში, ქალაქ ნაბერეჟნიე ჩელნიში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საფლავი გამოჩნდა, ინფორმაციას obozrevatel.com ავრცელებს. ადგილობრივების ცნობით, „დაკრძალვა“ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის შენობის წინ ჩატარდა.

„პუტინმა დამარხა თავისუფალი ინტერნეტი, ნაბერეჟნიე ჩელნის მოსახლეობამ კი დამარხა პუტინი,“ - აღნიშნულია ტელეგრამის ადგილობრივ არხზე.

აქტივისტებმა საპროტესო აქცია 10 მარტს გამართეს. პუტინის საფლავის ქვაზე მისი გარდაცვალების წლად 2019-ია მითითებული.

„ის ძალიან ცრუმორწმუნეა და ასეთი რამეების ძალიან ეშინია,“ - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

რუსეთში, შესაძლოა, მიიღონ კანონი, რომელიც უფლებას მისცემს ხელისუფლებას, ინტერნეტი გათიშოს. იდეას მხარს მმართველი პარტია უჭერს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე