ავტორი:

ამაზე ვისაუბრებ მაშინ, როდესაც მექნება თეთრი თმა და გავიკეთებ "კოსას" - თეა წულუკიანი მისი შესაძლო გადადგომის მიზეზზე

ამაზე ვისაუბრებ მაშინ, როდესაც მექნება თეთრი თმა და გავიკეთებ "კოსას" - თეა წულუკიანი მისი შესაძლო გადადგომის მიზეზზე

დატოვებს თუ არა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გახდება ცნობილი. როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე მას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან აქვს დისკუსიები, რომლის დასრულებასაც სწორედ ერთ კვირაში ვარაუდობს.

თეა წულუკიანის განცხადებით, მედიით გავრცელებული ვერსიები, რომელიც მისი პოზიციის მიზეზებს უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება და იმედოვნებს, რომ მისი პოზიციები გაზიარებული იქნება.

„ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიას. ბევრი სასაუბრო პრინციპში, არაფერი დარჩა. ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისია. ეს არ არის ის საკითხები, რაც გუშინ გავრცელდა. დისკუსია მაქვს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ეს არის მინისტრის უფლებამოსილებების და სამინისტროს თემა, რომელზეც როგორც გუშინ ვთქვი, იყო აზრთა სხვადასხვაობა და დისკუსიები მაძლევს იმის იმედის საფუძველს, რომ ჩემი პოზიციები გაზიარებული იქნება“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, მას თავად გაუჩნდა სურვილი საჭიროების შემთხვევაში ეს პოსტი სხვას დაუთმოს.

„მეშვიდე წელია დაიწყო, რაც მე ჩემს კოლეგა დავით სერგეენკოსთან ერთად ვაგრძელებ ამ პოზიციაზე მუშაობას, კვარტალი ერთია და რამდენჯერმე ისმის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ წულუკიანი შეიძლება გადააყენონ, გაუშვან ან შეიძლება წავიდეს, მაგრამ ახლა არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს შეეფერება სიმართლეს და მე გამიჩნდა თავად სურვილი, რომ თუ ეს საჭიროა, ადგილი დავუთმო სხვას, მაგრამ ამ თემაზე მე არ ვისაუბრებდი ეს ამბავი გარეთ რომ არ გამოსულიყო, მაგრამ რაკი თქვენამდე მოვიდა და როცა ეს სიმართლეა, ჩავთვალე საჭიროდ, რომ გულწრფელად მეპასუხა,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, კონკრეტულად რა საკითხზე არსებობს გუნდში აზრთა სხვადასხვაობა, წულუკიანმა უპასუხა, რომ ამაზე შეიძლება მხოლოდ სიბერეში ისაუბროს.

„როდესაც მექნება თეთრი თმა და გავიკეთებ „კოსას“, შეიძლება ამ თემაზე ვისაუბრო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვთვლი საჭიროდ თემის დაკონკრეტებას, საერთოდ არ ვისაუბრებდი ღიად აზრთა სხვადასხვაობაზე, რომ არ გამოსულიყო გარეთ,“ - აღნიშნა წულუკიანმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები