ავტორი:

დავით კირკიტაძის შესახებ გურჯაანის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია - რამ გამოიწვია ხმაური დარბაზში

დავით კირკიტაძის შესახებ გურჯაანის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია - რამ გამოიწვია ხმაური დარბაზში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გურჯაანის რიონულმა სასამართლომ ძალაში დატოვა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. მოსამართლემ მანდატურებს სთხოვა დამსწრეებს დარბაზი დაეტოვებინათ.

"თქვენ ხართ ის მოსამართლე, ვინც ადამიანი გაასამართლეთ მკვლელობისთვის და მოკლული ცოცხალი აღმოჩნდა", - ამ სიტყვებით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მოსამართლეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კი, მოსამართლემ განუცხადა, რომ ეს მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა და მელიას მიუთითა, კითხვა ესწავლა.

ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობა დააყენა, რომლის მიხედვითაც ის კირკიტაძის მიმართ ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას და თავდებობით მის გათავისუფლებას ითხოვდა.

ადვოკატმა მოსამართლეს ასევე განუმარტა, რომ კირკიტაძე ციხეში დაოჯახდა და ასევე, გარდაცვლილი ჰყავს ოჯახის წევრი, რომლის დაკრძალვაც ხუთშაბათს არის. კონდახიშვილმა აღნიშნა, რომ ამ თემით არ სპეკულირებს, თუმცა, ეს პირადი ტრაგედიაა.

კონდახიშვილმა ასევე 2 000 მოქალაქის თავდებობის შესახებ წერილიც წარადგინა.

აღნიშნული შუამდგომლობა ადვოკატმა გასულ სასამართლო პროცესზეც დააყენა, თუმცა, მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ ის ტექნიკურად მომზადებული არ იყო.

აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. როგორც პროკურორმა განმარტა, საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ დავით კირკიტაძე გამოძიებას თავს არიდებდა. ბრალდების მხარის თქმით, პარლამენტარების თავდებობა ვერ უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის ჩადენის აცილებას, რადგან აქციაზე დეპუტატების ყოფნა ვერ გახდა კირკიტაძისთვის შემაკავებელი.

მოსამართლემ განმარტა, რომ გასულ სხდომაზე შუამდგომლობის მხოლოდ ტექნიკურ პრობლემაზე არ მიუთითებია. მოსამართლის განცხადებით, აღკვეთის განხილვა ორ თვეში ხდება.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურებრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მეორე პირს, ვალერი მუსაევს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს