ავტორი:

საქართველოში პირველი მასშტაბური ნეთვორქინგ ღონისძიება NETWORKING GEORGIA გაიმართა

საქართველოში პირველი მასშტაბური ნეთვორქინგ ღონისძიება NETWORKING GEORGIA გაიმართა

2-3 მარტს, სასტუმრო „ლოპოტა სპა და რეზორტი“-ში პირველმა ქართულმა მასშტაბურმა ნეთვორქინგ ღონისძიებამ NETWORKING GEORGIA წარმატებით ჩაიარა. პროექტი “ბენე ექსკლუზივი“-ს მიერ იყო ორგანიზებული, რომელმაც ბაზარზე არსებული 150-ზე მეტი კომპანია და 400-ზე მეტი მსხვილი თუ საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი გააერთიანა. ივენთის მიზანი ბიზნეს კონტაქტების, ინფორმაციის, იდეებისა და გამოცდილების გაცვლას წარმოადგენდა.

„საქართველოს ბიზნეს სექტორში არსებული რეალობის გათვალისწინებით, Networking Georgia ინოვაციური პროექტია, რომელმაც პროფესიონალი ადამიანები ერთმანეთს დააკავშირა და დაეხმარა საკუთარი „ნეთვორქის“ განვითარებაში. ეს არ იყო უბრალოდ შეხვედრა შეხვედრებისთვის და ჩვენ ვიხილეთ კიდეც კონკრეტული შედეგები, მრავალი შეძენილი კონტაქტი თუ იდეა, რომელიც უკვე გახდა ახალი პროექტების საწინდარი“ - გიორგი გოგლიძე, „ბენე ჯგუფი“-ს გენერალური დირექტორი.

პროექტის მონაწილეების ტრანსპორტირება „ბენე ექსკლუზივი“-ს უახლესი ავტომობილებით მოხდა. მგზავრობა „თიმ ბოუთი“-ს მიერ ორგანიზებული განსაკუთრებით მხიარული აქტივობებით გამოირჩეოდა. მონაწილეები თემატური ინტერესების მიხედვით დაჯგუფდნენ, რამაც ნეთვორქინგის პროცესი კიდევ უფრო გააადვილა.

ღონისძიების ძირითადი ნაწილის მოდერატორი პაატა პაპავა, ხოლო სპიკერი კი დავით ჩიკვაიძე იყო, რომელმაც ნამდვილი ქართული ნეთვორქინგის შესახებ ისაუბრა. მოხსენებას უწყვეტ რეჟიმში პანელური დისკუსიებიც მოყვა, რომლის აქტიური მონაწილე პროექტის სპონსორებთან ერთად დავით გოგიჩაიშვილი და აკო ახალია იყვნენ. მონაწილეებმა წარმატებული ნეთვორქინგის მაგალითების ფონზე განიხილეს ზოგადად ნეთვორქინგის არსი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია ადამიანი ზრუნავდეს საკუთარი „ნეთვორქის“, „ქსელის“ გაფართოებაზე და გაამხილეს ეფექტური სტრატეგიები.

პანელური დისკუსიის დასრულების შემდეგ ივენთის შემდეგი ეტაპი დაიწყო. კომპანია „ალდაგი“-ს მასპინძლობით ვაინ ჰოლში Board Game Club შედგა, „ჯი პი აი“ ჰოლდინგმა კი GPIH Business café-ს სესია მოაწყო. ამის პარალელურად სხვადასხვა სივრცეებში გამართული World Café-ების არაფორმალური გარემო სამომავლო თანამშრომლობის საწყისად იქცა და პროექტმა მიაღწია კიდეც თავის მიზანს.

პირველი დღე გალა ვახშამით დასრულდა, სადაც სტუმრებმა გათამაშებებშიც მიიღეს მონაწილეობა და მოიგეს პარტნიორი კომპანიების მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზები. საღამოს მუსიკალურ ნაწილზე კი სოფო ბათილაშვილმა და ბენდმა ნიუტონმა იზრუნეს.

NETWORKING GEORGIA ყველაზე მასშტაბური და შთამბეჭდავი ღონისძიება გახდა, რომელიც წლის განმავლობაში ორჯერ გაიმართება და მუდმივად შეეცდება ქართული ბიზნეს სექტორის ხელშეწყობას.

პროექტის გენერალური სპონსორები იყვნენ: მერსედეს-ბენცი და ბილაინი, ხოლო გენერალური პარტნიორები: საქართველოს სალიზინგო კომპანია, ჯი პი აი ჰოლდინგი, ვისოლ ჯორჯია პეტროლეუმი, ალდაგი, სტამბა ფავორიტი, პარტნიორები კი: ბენე ჯგუფი, კაიროს ლოჯისტიკი, ტელეპორტ ლუქსი, ტრანსლაივი, ბორჯომი, სპარი, დანკინი, ვენდი, ვიანორი, აზონი, ლაქშერი, ასკანელი ძმები, პარაგრაფი, თელიანი ველი, ჰოლოვიჟენ, თი ემ ჯგუფი, სარაჯიშვილი, სნეპ ფიტნესი, საინფორმაციო პორტალი ბიზნესპრესნიუსი, ლოპოტა სპა და რეზორტი, საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი, მარკეტერი, ბია, კასტელო მარე, ლუტეცია.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი