ავტორი:

"არ გვქონდა საჭმელი და მედიკამენტები... მუდმივად იბომბებოდა შენობები" - რას ჰყვება ექიმი, რომელიც ISIS-ის დაჭრილებს მკურნალობდა

"არ გვქონდა საჭმელი და მედიკამენტები... მუდმივად იბომბებოდა შენობები" - რას ჰყვება ექიმი, რომელიც ISIS-ის დაჭრილებს მკურნალობდა

რუსეთისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ISIS-ში წასული ადგილობრივი მოქალაქეების საკითხი დღემდე თავის ტკივილად რჩება. როგორც ირკვევა, უკეთესი ცხოვრებისა და ზოგ შემთხვევაში ანაზღაურების იმედით იქ მხოლოდ მეომრები და მოხალისეები კი არა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებიც მიდიოდნენ.

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, რუსეთის სასამართლო სწორედ ერთ-ერთ ასეთი შემთხვევას განიხილავს, საუბარია მაგომედ საიდოვის საქმეზე. იგი სირიაში წასვლამდე მოსკოვში ცხოვრობდა, სკოლა ექსტერნით დაამთავრა, რის შემდეგაც მოსკოვის სამედიცონო უნივერსიტეტში სამი კურსი დახურა. ამის შემდეგ ISIS-ის რიგებს შეურთდა, სადაც გარკვეული დროის განმავლობაში ექიმად მუშაობდა, დაჭრილებს უვლიდა და მკურნალობდა.

იქიდან იტყობინებოდა, რომ მედიკამენტების უკმარისობის გამო, დაჭრილების "მკურნალობა" ჰაშიშით უწევდათ. "ისლამურ სახელმწიფოს" ფინანსურ დახმარებას უწევდა მაგომედის და ლილიაც. ჩერემუშკინსკის რაიონული სასამართლოს ცნობით, გოგონამ ISIS-ისა და ტერორისტულ დაჯგუფება "ჯაფხატ ან ნუსრას" ანგარიშზე 40 მილიონ რუბლამდე თანხა გადარიცხა.

"აღმოსავლეთ ღუტაში ვიყავით, სადაც რუსეთისა და ადგილობრივი ავიაერიშების გამო, სრული ჰუმანიტარული კატასტროფა ხდებოდა, ჩვენ მხოლოდ დაჭრილებთან კი არა, "ისლამური სახელმწიფოს" კონტროლირებად რეგიონში დარჩენილ მოსახლეობასთანაც გვიწევდა ურთიერთობა, რომლებთანაც საერთაშორისო ორგანიზაციებს არ უშვებდნენ. არ გვქონდა არც საჭმელი, მედიკამენტები... ხშირად პურიც კი არ იყო. მუდმივად იბომბებოდა შენობები, სადაც საავადმყოფოები გვქონდა მოწყობილი და დაჭრილები ან ადგილზე იღუპებოდნენ, ან ტრასპორტირებას ვერ უძლებდნენ, რადგან მშვიდობიან ადგილას მათი უსაფრთხოდ გადაყვანა ვერ ხერხდებოდა. ყოველ საათში 10-20 ავიაერიში ხორცილდებოდა, რასაც ათეულობით ადამიანი ეწირებოდა. ისინი ბომბავდნენ მაღაზიებს, ბაზარს, საავადმყოფოებს, სკოლებსა და მეჩეთებს. ქირურგები დღის განმავლობაში 10-15 დაჭრილს უკეთებდნენ ოპერაციას, თუმცა მათგან ბევრი რეაბილატაციის პერიოდს ვერ უძლებდა" - წერს ექიმი ლილია საიდოვა სასამართლოს მიერ ჩვენებაში, სადაც ასევე ხსნის, რომ მასზე იდეოლოგიური გავლენა მოახდინეს.

მამამისი სულთან საიდოვა kavkaz-uzel.eu-სთან საუბარში ამბობს, რომ მისმა ქალიშვილმა მოსკოვში სეჩენოვის სახელობის პირველი სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა. მისივე თქმით, ექიმობა მათი მემკვიდრეობითი პროფესიაა. ჩეჩენი ექიმის თქმით, მისი უმცროსი ბიჭიც ექიმი იყო.

"მე ექიმი, ვარ. წლებია გროზნოში ექიმ-სტომატოლოგად ვმუშაობ. გროზნოს ცენტრში საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკა მაქვს და მეგონა, რომ ჩემი შვილები, სწავლის დამთავრების შემდეგ, ჩემს საქმეს გააგრძელებდნენ და იქ იმუშავებდნენ… ბიჭის იმდენად არ მივკირს, ლილიასი გამკვირვებია, გათხოვდა, შვილები გააჩინა და შემდეგ მაინც აურიეს გონება" - აცხადებს საიდოვების მამა.

თურქეთი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიო ათეულშია - ბოლო მონაცემები საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან

ეკვადორში გარდაცვლილთა ცხედრებს ქუჩებში ტოვებენ - კორონავირუსის პანდემიის უმძიმესი შედეგი (ფოტოები)

არის თუ არა კავშირი 5G-სა და კორონავირუსის გავრცელებას შორის - ექსპერტების პასუხი გავრცელებულ შეთქმულების თეორიაზე