ავტორი:

წვეულება მხოლოდ ქალებისთვის - "ბომონდის" და ყატარის ავიახაზების საჩუქრებით დატვირთული საღამო

წვეულება მხოლოდ ქალებისთვის - "ბომონდის" და ყატარის ავიახაზების საჩუქრებით დატვირთული საღამო

ჟურნალი „ბომონდი“ წლებია გემოვნებიანი ქალების განუყოფელ ნაწილად იქცა.

„ბომონდი“ პირველი ფერადი ჟურნალია საქართველოში, რომლის ისტორიაც უკვე 22 წელს ითვლის. გამოცემა თავის მკითხველს ხშირად ანებივრებს პარტნიორებთან ერთად გამართული გლამურული წვეულებებით.

გაზაფხულის დადგომასთან ერთად "ბომონდმა" მორიგი ღონისძიება გამართა. ამჯერად წვეულების მასპინძელი "ტიფლის ვერანდა" იყო, მთავარი თემა კი - „ქალი და მოგზაურობა“. თემატიკიდან გამომდინარე, ღონისძიების მთავარი პარტნიორი ყატარის ავიახაზები გახლდათ, რომელმაც საღამოსთვის არაჩვეულებრივი პრიზები დააწესა.

წვეულების უკლებლივ ყველა სტუმარ ქალბატონს "ჯიპისისგან" დაწესებული საგაზაფხულო საჩუქრები გადაეცა, წამახალისებელი ლატარიის გამარჯვებულები კი ღონისძიების პარტნიორების მიერ დაწესებული პრიზებით დასაჩუქრდნენ. გათამაშდა „ტიფლის ვერანდას“, ბათუმში მდებარე სასტუმრო „გლორიას“, „არტ თაიმის“, არაყი Stoli-ს, „ერგოლაინის“, „თაიმის“ და სკამების სალონ „ტონის“ მიერ დაწესებული საჩუქრები.

თათი ბახტურიძე, ტიფლის ვერანდას პიარ-მენეჯერი:

"დიდი ხანია „ბომონდთან“ ვპარტნიორობთ, საინტერესოა მათთან მუშაობა. განსაკუთრებით დიდი ინტერესი გვქონდა „ყატარის ავიახაზების“ ღონისძიების გამო, რადგან ჩვენც ზუსტად იმ სეგმენტისთვის ვმუშაობთ, ვისთვისაც მუშაობს „ყატარის ავიახაზები“.

ეკა კაკაურიძე, ყატარის ავიახაზების გაყიდვების მენეჯერი:

"ჩვენ პირდაპირ ვუკავშირდებით მოგზაურობის თემას, „ყატარის ავიახაზები“ ხუთვარსკვლავიან ფრენებს სთავაზობს მომხმარებელს. გვინდა ბევრი წარმატებული ქალი გვყავდეს, რომელიც ხშირად იმოგზაურებს. იმედი მაქვს სტუმრებმა ისიამოვნეს.

ნინი ქინქლაძე, „ჯიპისის“ სილამაზის და ესთეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი:

ჟურნალ „ბომონდს“ და „ჯიპისის“ დიდი მეგობრობა გვაკავშირებს. მუდმივად ვიღებთ მონაწილეობას მის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე, რადგან აქ ზუსტად ის ადამიანები მოდიან სტუმრად, რომლებიც წარმატებულები, ლამაზები და საქმიანები არიან. ისინი გარეგნობაზეც ზრუნავენ ამავე დროს და ჯანმრთელობასაც უფრთხილდებიან".

ღონისძიების ბოლოს „ყატარის ავიახაზების“ არაჩვეულებრივი საჩუქრები გათამაშდა - ორი ბილეთი ბიზნეს-კლასით კენიის მიმართულებით და ორი ბილეთი ეკონომ-კლასით ვიეტნამის მიმართულებით.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის