ავტორი:

ნა­ი­რო­ბი­ში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, Boeing 737-8 MAX-ისა და 737-9 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში შეჩერდა

ნა­ი­რო­ბი­ში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, Boeing 737-8 MAX-ისა და 737-9 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში შეჩერდა

მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) Boeing 737-8 MAX-ი და 737-9 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში დროებით შეაჩერა. გადაწყვეტილება ძალაშია მიმდინარე წლის 13 მარტიდან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს.

„სააგენტო (GCAA) თვალყურს ადევნებს ამერიკის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის (FAA) და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გამოშვებულ უსაფრთხოების მითითებებს და დირექტივებს. Boeing 737 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში იზღუდება დროებით, სანამ საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებს, საავიაციო შემთხვევის მოკვლევის ორგანოებს, შესაბამის საავიაციო ხელისუფლებებს და მწარმოებელ კომპანიას არ ექნებათ უფრო მეტი ინფორმაცია და მოკვლევის პირველადი შედეგები ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების შესახებ.“ აქვე ინფორმაციისთვის გაცნობებთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში Boeing 737 MAX ტიპის საჰაერო ხომალდი არ ირიცხება. დროებითი შეზღუდვა საჰაერო მიმოსვლაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გამოხატავს ღრმა მწუხარებას ეთიოპიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავზე მომხდარი ავიაკატასტროფის გამო (რეისი ET302), უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, საჰაერო ხომალდის ოპერატორ ავიაკომპანიას და შესაბამის საავიაციო ხელისუფლებას.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა 12 მარტს Boeing 737 MAX-ის ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ განაცხადეს. მანამდე კი აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს ჩინეთის, ინდონეზიისა და სინგაპურის ხელისუფლებებმა. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია ეთიოპიაში მომხდარი Boeing 737 MAX-ის ავიაკატასტროფით, რომელსაც 157 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ