ავტორი:

მოსკოვში, ნაგვით სავსე ბინაში ბავშვი იპოვეს - ნახეთ საზარელი კადრები

მოსკოვში, ნაგვით სავსე ბინაში ბავშვი იპოვეს - ნახეთ საზარელი კადრები

რუსმა სამართალამცველებმა მოსკოვში, ნაგვით სავსე ბინაში ჩაკეტილი ბავშვი იპოვეს, ინფორმაციას ria.ru ავრცელებს.

პოლიციამ ბინაში ჩხრეკა მეზობლების საჩივრების გამო ჩაატარა - კორპუსის მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ ბინიდან ტირილისა და ყვირილის ხმა ესმოდათ. ნაგვით სავსე სახლში აღმოჩენილი ბავშვი სამართალდამცველებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

ნახეთ ვიდეო : "ლამის გული წაგვივიდა, ბინაში ისეთი სიბინძურე და სუნი იყო" - დედამ 5 წლის ბავშვი სახლში მარტო დატოვა, მეზობელმა ტირილის ხმა გაიგო და პოლიცია გამოიძახა

სააგენტოს ცნობით, საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა ბინაში გადაღებული ვიდეოც. უწყების ინფორმაციით, ბავშვს ანორექსია აღენიშნება, კისერზე დაზიანებები აქვს. ამას გარდა, გოგონას არ გააჩნია სოციალური უნარები - რუსული საინფორმაციო სააგენტოების ნაწილი ბავშვს „მაუგლის“ უწოდებს.

ვიდეოში ჩანს, რომ სახლი მთლიანად ნაგვით არის სავსე. გოგონას დედა დაკავებულია, მას სამართალდამცველები კითხავენ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე