ავტორი:

"თაბაშირის იუდა" - მედია ოპერა ერთ მოქმედებად

"თაბაშირის იუდა" - მედია ოპერა ერთ მოქმედებად

ხანგრძლივობა 1 საათი და 20 წუთი

პრემიერა შედგა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში

1 ივნისი, 2018 წელი

მოკლე ანოტაცია

სპექტაკლის სიუჟეტი მოგვითხრობს რეალურ ამბავს გასული საუკუნის 30-იანი წლების, საბჭოთა ოკუპაციის დროს არსებული ე.წ „წითელი ტერორის“ შესახებ. ლიბრეტო აგებულია „სიბლაგში“ გადასახლებული სკოლის მასწავლებლის „გულაგიდან“ გამოგზავნილ წერილებსა და ე.წ. „კაგებეს“ უნიკალურ საარქივო მასალებზე დაყრდნობით. საბჭოთა სადამსჯელო მანქანას და სისხლიან რეპრესიებს შეწირული ოჯახი. დაპატიმრებები, დახვრეტები, წართმეული ბავშვები, გაუბედურებული ქალები...

სპექტაკლში გამოყენებულია როგორც საარქივო, ასევე უცნობი ქრონიკის მასალა.

უჩვეულო ვიზუალური ეფექტები და განათება მაყურებელს სპექტაკლის თანამონაწილედ ხდის.

მუსიკის ავტორი - ზაზა მარჯანიშვილი

პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი - მარინა სალუქვაძე

ვიზუალური ეფექტები - მარიამ ლომიძე, მარინა სალუქვაძე, მალხაზ ბარბაქაძე

მთავარ როლებში - სოფო ხალვაში, მამუკა მანჯგალაძე

პროდიუსერი - თამარ გვასალია

მხატვარი: ლუკა ბესელია

კოსტუმების მხატვარი: ვერა ყიფიანი

ქორეოგრაფი: ეკატერინე ღლონტი

ტექნიკური რეჟისორი: ზვიად მურვანიძე

ვიდეო პროექცია: რომა შიშმანიძე

ხმის რეჟისორი: ვერა ქობულაძე

განათების მხატვარი: კახაბერ გიგინეიშვილი

მოქმედი გმირები და პერსონაჟები

უჩა - სკოლის მასწავლებელი - მამუკა მანჯგალაძე

მანონა - უჩას მეუღლე - სოფო ხალვაში

ელეონორა - უჩას და - მნათელა კონცელიძე

გივი - უჩას ძმა - არჩილ გოგიტიძე

ელგუჯა - უჩას და მანონას ვაჟი - ნიკა სალუქვაძე

ჩიტოლია - მეზობელი - ხათუნა დონდუა

ნელი - მეზობელი - ეთერ ხალვაში

კომისარი - ასლან დიასამიძე

ჩეკისტი - ბაშა ბაშელეიშვილი

მატვეევი - ედუარდ გორგილაძე

ნიკოლაენკო - ნინელი გოგიტიძე

მეზობლები - ანა დავიდენკო, ხათუნა ხაჯიშვილი, მარიამ ძნელაძე

იუდა - ბაჩო ჩაჩიბაია

ტექსტს კითხულობენ: ბაჩო ჩაჩიბაია, ალექსანდრე გოგრიჭიანი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება