ავტორი:

"ისლამური სახელმწიფოს" დასასრული ძალიან ახლოს არის" - ათასობით ჯიჰადისტი ბრძოლისას დანებდა

"ისლამური სახელმწიფოს" დასასრული ძალიან ახლოს არის" - ათასობით ჯიჰადისტი ბრძოლისას დანებდა

აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი სამხედრო ძალების შეტევის დროს სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ათასობით მებრძოლი დანებდა, ინფორმაციას CNN ავრცელებს.

საბრძოლო შეტევა ჯიჰადისტური დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი ბოლო პუნქტის ასაღებად მიმდინარეობს.

სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენელმა, მუსტაფა ბალიმ განაცხადა, რომ დანებებული ჯიჰადისტების რაოდენობა 3 ათასამდე გაიზარდა. მისივე ინფორმაციით, ჯარისკაცებმა სამი იეზიდი ქალი და ოთხი ბავშვი გაათავისუფლეს.

სირიის სოფელ ბაღუზთან მწვავე საომარი დაპირისპირება მიმდინარეობს, ეს არის ბოლო დასახლებული პუნქტი, სადაც ისლამური სახელმწიფოა გამაგრებული.

CNN-ის გადამღები ჯგუფის ინფორმაციით, სამშაბათს სოფელს გათენებამდე ინტენსიურად ბომბავდნენ, თუმცა დეტალების შესახებ სირიის დემოკრატიულ ძალებს მათთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ბალიმ „ტვიტერზე“ აღნიშნა, რომ „საბოლოო წუთები ისე ახლოს არის, როგორც არასდროს“. მისივე თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები მასობრივად ნებდებიან.

წლების განმავლობაში ჯიჰადისტური დაჯგუფება სირიასა და ერაყში უზარმაზარ ტერიტორიებს აკონტროლებდა. აშშ-ს ხელმძღვანელობით კოალიციურმა ძალებმა შეძლეს, ქალაქები და სოფლები „ისლამური სახელმწიფოსგან“ გაეწმინდათ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე