ავტორი:

მედიკამენტები, რომელთა შეძენისას სპეციალური საჭიროებების მქონე პატარებს ეხმარები - საქველმოქმედო აქცია “წრფელი გულით“

მედიკამენტები, რომელთა შეძენისას სპეციალური საჭიროებების მქონე პატარებს ეხმარები - საქველმოქმედო აქცია “წრფელი გულით“

ცოტნე მიქუტიშვილი ჯერ მხოლოდ 10 წლისაა, თუმცა უკვე 30-ზე მეტი ნახატის ავტორია და „თიბისი გალერეაში“ პირველი პერსონალური გამოფენაც გამართა.

სპეციალურ საჭიროებებს მისთვის ხელი არ შეუშლია, საყვარელი საქმე წარმატებით ეკეთებინა. დედამ მასში ხატვის ნიჭი აღმოაჩინა და მას შემდეგ, რაც მასწავლებლები ამ ნიჭის რეალიზებაში დაეხმარნენ, ცოტნე მუდმივად ხატავს.

პირველ პერსონალურ გამოფენაზე თავი უამრავმა დამთვალიერებელმა მოიყარა. როგორც ცოტნეს დედამ, თეა ზირაქაძემ გვიამბო, მის შვილს დაბადებიდან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ცოტნეს დედა იხსენებს, რომ მას ამ მხრივ რთული და მტკივნეული წლების გავლა მოუწია, რადგან პატარა მხატვარს დაბადებიდან არც ესმის და ვერც ლაპარაკობს.

ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მის დასახმარებლად, ფარმაცევტულმა კომპანიამ Aplen Pharma-მ საქველმოქმედო აქციის - “წრფელი გულით“ ჩატარება განიზრახა, რომელშიც მონაწილეობის მიღება თითოეულ ჩვენგანს შეუძლია - როდესაც ჩვენს შვილებს კონკრეტულ მედიკამენტებს შევუძენთ, ამით პირდაპირ ცოტნეს ვეხმარებით!

აქციის შესახებ უფრო კონკრეტულად პროდუქციის მენეჯერმა ლეილა ღონღაძემ გვიამბო, რომელიც ცოტნეს პერსონალური გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

როგორც მან აღნიშნა, როდესაც მშობლები პატარებისთვის „ფარმადეპოსა“ და „ჯიპისის“ ქსელში მედიკამენტებს: „ენტეროკინდს“, „დენტოკინდს“, „დორმიკინდს“, „აქტივ ფლორასა“ და „იმუნოკინდს“ შეიძენენ, ამით ავტომატურად ცოტნეს დაეხმარებიან, რადგან ერთი შეფუთვის ღირებულებიდან 50 თეთრი სწორედ მის ფონდში გადაირიცხება.

„ცოტნეს ძალიან რთული პერიოდი აქვს გავლილი. ამ ეტაპზე, მას გაკეთებული აქვს სმენის აღმდგენი ოპერაცია. მისთვის სამყაროსთან ურთიერთობის მთავარი საშუალება არის ხატვა და სწორედ განსაკუთრებული ფერების საშუალებით ახერხებს სამყაროსთან კონტაქტს. თანხა, რომელსაც ჩვენ მას შევუგროვებთ, ცოტნეს ესაჭიროება მასწავლების დასაქირავებლად, მასაჟის გასაკეთებლად.

გადავწყვიტეთ, გამოგვეფინა ცოტნეს ნახატები, რაშიც „თიბისი ბანკიც“ დაგვეხმარა. ამ ნამუშევრებმა დამთვალიერებელზე მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ყველა აღნიშნავს, რომ საოცარი ფერთა გამა და ნახატებია, განსაკუთრებით, 10 წლის ბავშვისთვის“, - აღნიშნა ლეილა ღონღაძემ.

ღონისძიებაზე ემოციებს ვერ მალავდა ცოტნეს დედა თეა, რომელიც ასევე კომპანია Alpen Pharma-ს თანამშრომელია. თეა ზირაქაძემ აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ცოტნეს ძალიან ბევრი საჭიროება აქვს, რაც ფინანსებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ის იმედოვნებს, საქველმოქმედო აქცია წარმატებით ჩაივლის.

„ცოტნეს პირველი პერსონალური გამოფენა იყო მისი დღესასწაული. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილის წარმატებისა და სიხარულის გასაზიარებლად ამდენი ადამიანი მოვიდა“, -აღნიშნა ცოტნეს დედამ.

გამოფენას ცოტნეს მკურნალი ექიმიც დაესწრო, ნამუშევრების დათვალიერების შემდეგ კი აღნიშნა, რომ ნიჭი ყველა ადამიანს აქვს და მის რეალიზებას შეზღუდული შესაძლებლობები ხელს არ უშლის.

„ცოტნეს დაბადების მომენტიდან სერიოზული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ამასთან ერთად აქვს უდიდესი ნიჭი და ვფიქრობ, რომ წინ სერიოზული მომავალი ელოდება. როგორც ექიმმა, ნეონატოლოგმა მინდა აღვნიშნო, რომ არ არსებობს შეზღუდული უნარები, ყველას აქვს რაიმე ნიჭი“, - აღნიშნა ექიმმა ნეონატოლოგმა ნათია დანელიამ.

მედიკამენტების შეძენით ცოტნეს დახმარება 15 მაისამდეა შესაძლებელი. შეგროვებული თანხა კი პატარა მხატვარს ბავშვთა დაცვის დღეს - პირველ ივნისს გადაეცემა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი