ავტორი:

დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები ტერორისტების იარაღზე - რა ფოტოებს აქვეყნებს Daily Mail ახალი ზელანდიიდან

დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები ტერორისტების იარაღზე - რა ფოტოებს აქვეყნებს Daily Mail ახალი ზელანდიიდან

ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში მდებარე ალ ნურის მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და მლოცველებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ათეულობით მლოცველი დაშავდა. თავდასხმის დროს ერთ მეჩეთში 200-მდე, ხოლო მეორეში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შეიარაღებული პირები ალ-ნურისა და ლინვუდის მეჩეთებში, ადგილობრივი დროით 13:45 საათზე შევიდნენ. შესვლისთანავე მათ კარი ჩაკეტეს და სროლა დაიწყეს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ერთი თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია - ის 28 წლის ავსტრალიელი ბრენტონ ტარანტი აღმოჩნდა.

მან თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები Facebook-ის საკუთარი გვერდის მეშვეობით გაავრცელა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ტერორისტი მეჩეთთან იარაღით სავსე მანქანით მიდის, რომელშიც პატრიოტული ხასიათის სიმღერებია ჩართული. კადრში ასევე ჩანს, რომ მანქანაში არსებულ დაახლოებით 6 იარაღს, რომელიც მოგვიანებით მან ადამიანების დასახოცად გამოიყენა, თეთრად წარწერები აქვს გაკეთებული.

წარწერებს შორის ქართულ ასოებს მოკრავთ თვალს - მათში საქართველოს უძლეველი მეფისა და მხედართმთავრის დავით აღმაშენებლის სახელიც იკითხება, მის გვერდით კი თამარ მეფის მეუღლისა და ქართული ჯარების მთავარსარდლის დავით სოსლანის სახელი წერია.

როგორც Daily Mail აღნიშნავს, იარაღზე დატანილია იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც წარსულში "მასობრივი მკვლელობები ჩაიდინეს“. დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის გარდა, იარაღზე იკითხება რუსი საზღვაო მხედართმთავრის, გენერალ-ადიუტანტ დიმიტრი სენიავინის სახელი. აღსანიშნავია, რომ მან ათონისა და დარდანელის ბრძოლაში თურქებზე გამარჯვება მოიპოვა.

იარაღზე ასევე დატანილია მარკო მილიანოვის - ცნობილი მონტენეგროელი მწერალისა და სარდლის სახელი, რომელიც სერბეთის ეროვნული გაერთიანებისა და ოსმალეთის იმპერიის ბატონობისგან გათავისუფლებისთვის იბრძოდა.

კიდევ ერთი ადამიანი, რომლის სახელი იკითხება იარაღზე, ბრიტანელი ადმირალი, ედვარდ კოდრინგტონია, რომელიც 1827 წლის 20 ოქტომბერს საბერძნეთის რევოლუციის დროს ნავარინოს ყურეში მიმდინარე საზღვაო ბრძოლაში მონაწილეობდა, რომლის დროსაც ბრიტანულმა, ფრანგულმა და რუსულმა საზღვაო ძალებმა ოსმალეთის იმპერიისა და ეგვიპტის გაერთიანებული ძალები გაანადგურეს.

საინტერესოა, რომ თავდამსხმელი ბრენტონ ტარანტი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოჩანაწერით არ შემოიფარგლა - მან მეჩეთზე თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე 87-გვერდიანი მანიფესტი გაავრცელა, სადაც როგორც საკუთარ პიროვნებაზე, ასევე თავდასხმის განხორციელების მოტივზეც საუბრობს და ამბობს, რომ ბევრი თავდამსხმელის ისტორიით არის შთაგონებული - მათ შორის ბრეივიკის მიერ ჩადენილი მასობრივი მკვლელობით (2011 წელს ნორვეგიაში 77 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა). გარდა ამისა, ტარანტი წერს, რომ მას არ უყვარს მუსლიმები და ეზიზღება ყველა ის ადამიანი, ვინც აღნიშნული რელიგიის მიმდევარია.

VIDEO: დავით სოსლანი და დავით აღმაშენებელი - წარწერები იარაღზე, რომელიც ახალ ზელანდიაში მეჩეთში 40 ადამიანის მკვლელებს ეკუთვნოდათ

კითხვაზე, თუ რატომ აპირებს მასშტაბური თავდასხმის განხორციელებას მეჩეთზე, წერს:

"იმისთვის, რომ შური ვიძიო დამპყრობლებზე, რომლებმაც ევროპის მიწებზე ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს.

რათა შური ვიძიო მილიონობით ევროპელის დამონებისთვის, რომლებიც მუსლიმ დამპყრობლებს ევროპული მიწებიდან მიჰყავდათ.

იმისთვის, რომ შური ვიძიო იმ ათასობით ევროპული სიცოცხლისთვის, რომელიც მათ ტერორისტული აქტების განხორციელებისას შეიწირეს.

იმისთვის, რომ ევროპულ მიწებზე მიგრაციის მაჩვენებელი შევამცირო დაშინებითა და მათი ფიზიკური განადგურებით“.

მეჩეთთან მისვლისას თავდამსხმელმა მანქანა გააჩერა, იარაღი აიღო და მეჩეთში მთავარი კარიდან შევიდა, რის შემდეგაც სროლა ატეხა. ამის შემდეგ ის მანქანაში დაბრუნდა, კიდევ ერთი იარაღი აიღო და ამჯერად მეჩეთში მყოფ დაჭრილ და იატაკზე დაცემულ ადამიანებს პირდაპირ შუბლში ესროდა.

"კრემლი გმობს ექსტრემისტი ნაციონალების აგრესიულ ქმედებებს - მივესალმებით საქართველოს პრემიერის განცხადებას" - პესკოვი

ვლადიმერ პოზნერის განცხადებით, ის საქართველოში არ დაუჯარიმებიათ

საფრანგეთში, უკვე მესამედ, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა - "კომენდანტის საათი", დახურული სკოლები და მაღაზიები: რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში