ავტორი:

„დიდი ლიტერატურული ტურნე“ გრძელდება

„დიდი ლიტერატურული ტურნე“ გრძელდება

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტის, „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულთა „დიდი ლიტერატურული ტურნე“ საქართველოს მასშტაბით წარმატებით მიმდინარეობს. თელავში, რუსთავსა და გორში დებიუტანტი ავტორები მკითხველებს უკვე შეხვდნენ. მომდევნო შეხვედრები ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისსა და ბათუმშია დაგეგმილი. ტურნეს ფარგლებში, მკითხველები მათთვის საყვარელ, ქართველ ავტორებს პირადად ხვდებიან და საშუალება ეძლევათ, ახლოს გაიცნონ ისინი. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამომცემლობა ”პალიტრა L” მეორე წელია ატარებს. მისი მიზანია, აღმოაჩინოს ახალი სახეები და ქართველ მწერლებს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.

ნიკოლოზ ტოტოღაშვილის "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა", გვანცა გუბელაძის "შულამელი გოგონები" და ნათია ჯაგოდნიშვილის "ცდუნება“, კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ ფარგლებში, ხალხის რჩეული რომანებია გახდა. ვახტანგ ვახტანგაძის "ალაჰი ჩემი მეგობარია" და იაგო თვალაბეიშვილის "ტრანსმუტაცია" კი ჟიურის რჩეულები არიან.

„პროექტი "გახდი ბესტსელერის ავტორი" უნიკალური შანსია დამწყები ავტორებისათვის, საკუთარი ოცნება რეალობად აქციონ. ერთია წიგნის დაბეჭდვა, მეორეა შემდგომი პროცესები და სწორედ ამის ნაწილია დიდი ლიტერატურული ტურნეც. როგორც წესი, დედაქალაქი მუდამ განებივრებულია კულტურული ღონისძიებებით, ჩვენი მიზანი კი ისაა, რომ არა მხოლოდ წიგნით, არამედ თავადაც მივიდეთ მკითხველებთან მთელი საქართველოს მასშტაბით.“ - ნათია ჯაგოდნიშვილი.

„მე არ მახსენდება ამ პროექტის გარდა, რომელიმე გამომცემელს ავტორებისთვის ტურნე მოეწყოთ. ძალიან კარგი წამოწყებაა. ლიტერატურული საღამოები რეგიონებში იშვიათად იმართება. სასიამოვნოა, როდესაც სრულიად უცხო ადამიანებს აცნობ საკუთარ ნამუშევარს, ინტერესს აღუძრავ და თვითონაც კმაყოფილია, რადგან უშუალო კონტაქტი დამყარდა. ვნახოთ, სამომავლოდ რა იქნება, მთელი დასავლეთ საქართველო გვაქვს შემოსავლელი და იმედი მაქვს მკითხველიც მრავლად დაგვხვდება.“ - ვახტანგ ვახტანგაძე.

„ყოველთვის აღვნიშნავ ხოლმე, როდესაც კონკურსის „გახდი ბესტსელერის“ მნიშვნელობაზე ვსაუბრობ, ყველაფერი არ სრულდება წიგნის გამოცემით. შეიძლება ძალიან კარგი ნაწარმოები დაწერო, გამოსცე წიგნად და მკითხველამდე დიდი ხანი ვერ მივიდეს, რადგან შენ დამწყები მწერალი ხარ, არავინ გიცნობს და შესაბამისად, გაცნობას დრო სჭირდება... პროექტი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ იმითაა გამორჩეული, რომ მას შემდეგ, რაც წიგნი იბეჭდება, შენ საშუალება გაქვს, შეხვდე შენს მკითხველს, გაიზიარო მათი შთაბეჭდილებები და გაუზიარო შენი, მოგისმინონ და მოუსმინო...“ - გვანცა გუბელაძე.

„დიდი ლიტერატურული ტურნეს“ გრაფიკი:

19 მარტი, ოზურგეთი - ნათია ჯაგოდნიშვილი, ვახტანგ ვახტანგაძე - „რვას +1“ (გაბრიელ ეპისკოპოსის #3), 16:00;

20 მარტი, ბათუმი - ნათია ჯაგოდნიშვილი, ვახტანგ ვახტანგაძე - ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი, 11:00; ბათუმის „ბიბლუსი გალერეა“, 19:00;

26 მარტი, ოზურგეთი - ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, გვანცა გუბელაძე, იაგო თვალაბეიშვილი - „რვას +1“ (გაბრიელ ეპისკოპოსის #3), 16:00;

27 მარტი, ბათუმი - ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, გვანცა გუბელაძე, იაგო თვალაბეიშვილი - ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი, 11:00; ბათუმის „ბიბლუსი გალერეა“, 19:00;

2 აპრილი, ქუთაისი - ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, ვახტანგ ვახტანგაძე - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 14:00; „PAOLO” ( შოთა რუსთაველის გამზ. #5), 19:00;

3 აპრილი, ზუგდიდი - ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, ვახტანგ ვახტანგაძე - „art house“ (რუსთაველის ქ. #87ა), 16:00;

10 აპრილი, ქუთაისი - ნათია ჯაგოდნიშვილი, გვანცა გუბელაძე, იაგო თვალაბეიშვილი - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 14:00; „PAOLO” ( შოთა რუსთაველის გამზ. #5), 19:00;

11 აპრილი, ზუგდიდი - ნათია ჯაგოდნიშვილი, გვანცა გუბელაძე, იაგო თვალაბეიშვილი - „art house“ (რუსთაველის ქ. #87ა), 16:00.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს