ავტორი:

7-დღიანი ძებნის შემდეგ, გიგი გეგეჭკორი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს

7-დღიანი ძებნის შემდეგ, გიგი გეგეჭკორი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს

7-დღიანი ძებნის შემდეგ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გიგი გეგეჭკორი დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფელში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-მ დაუდასტურა. უწყების ინფორმაციით, გიგი გეგეჭკორი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება, მიმდინარე წლის 9 მარტს, 1992 წელს დაბადებული გიგი გეგეჭკორის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით. "112"-ში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო.

შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ გიგი გეგეჭკორი 9 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, გავიდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში მდებარე სახლიდან, სადაც ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მიღებული შეტყობინებისთანავე პოლიციამ და სამაშველო სამსახურმა მყისიერად დაიწყეს დაკარგული პირის ძებნის სამუშაოები. 7-დღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, 15 მარტს გიგი გეგეჭკორის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის მიმდებარედ, ტყის მასივში თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს", - ნათქვამია უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ახალგაზრდა მეგობრებმა ბოლოს 9 მარტს, შაბათს, დაახლოებით ღამის 22:00 საათზე ნახეს, სოფელ წითელსოფელში, საიდანაც ის გუდაურის მიმართულებით წავიდა.

დაკარგულის მეგობარი ლევან ლევან გოგოტიშვილი "ფეისბუქზე" წერდნენ, რომ გეგეჭკორი სავარაუდოდ ავტოსტოპით წავიდა გუდაურის მიმართულებით და მისი კვალი აქ დაიკარგა:

"9 მარტს გიგი გავიდა წითელსოფელიდან და უცნობ ავტომობილს გაჰყვა გუდაურის მიმართულებით. ვეძებთ ავტომობილის მძღოლს იქნებ მივაწვდინოთ ხმა და გამოვიდეს კავშირზე...

დაუდასტურებელი, თუმცა არცთუ უსაფუძვლო ინფორმაციით, გიგი ბოლო დღეებში რამდენიმე ადამიანმა დაინახა ფასანაური-მლეთის მონაკვეთში. მისი ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა ხსენებული ფაქტები ბადებს ეჭვს, რომ გიგი ჯერ კიდევ სადღაც ფასანაურის მიდამოებშია. გთხოვთ, გაავრცელეთ ეს ინფორმაცია და ვინც აღნიშნულ ადგილებში ცხოვრობთ ან გაივლით, ყურადღებით შეათვალიერეთ უქურთუკოდ მოძრავი ახალგაზრდა, რომელსაც მუქი ფერის ზედა აცვია", - წერდა ლევან გოგოტიშვილი.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო