ავტორი:

არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის ფაქტზე 30 წლის მამაკაცი დააკავეს

არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის ფაქტზე 30 წლის მამაკაცი დააკავეს

დეპუტატ არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქურდობის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 14 მარტს, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, დეპუტატ არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია, მცირე ზომის სეიფი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სეიფში გარკვეული ოდენობის ფული და არჩილ თალაკვაძის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა.

სამართალდამცველებმა, ნაქურდალი თანხა და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს" - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: არჩილ თალაკვაძის ბინა გაქურდეს: ბრლადებულმა სეიფი მოიპარა, სადაც ფული და დეპუტატის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვან გ.მ.-ს ადვოკატი - "არასრულწლოვნები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან"

სუს-ი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რატომ ვერ დადასტურდა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაზე ბუქსირის გამოყენება - რას ამბობს ადვოკატი?